მთავარისიახლეებისაზოგადოებაოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კვი­ტო­ულ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მის მო­ად­გი­ლე ნა­დეჟ­და ვო­უ­ბა აა­ფეთ­ქა......

ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კვი­ტო­ულ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მის მო­ად­გი­ლე ნა­დეჟ­და ვო­უ­ბა აა­ფეთ­ქა… შვილმა

Published on

2 აპ­რილს, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კვი­ტო­ულ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მის მო­ად­გი­ლე, 64 წლის ნა­დეჟ­და ვო­უ­ბა აა­ფეთ­ქეს. შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ქალი სამ­სა­ხურ­ში წა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და, ავ­ტო­მან­ქა­ნა დაძ­რა და მის ქვეშ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ამოქ­მედ­და. ქალს ად­გილ­ზე მოს­წყდა ფეხი, თუმ­ცა, გო­ნე­ბა არ და­უ­კარ­გავს და ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა ფეხ­ზე გა­და­ჭე­რის შემ­დეგ შე­ი­ჩე­რა…
 
Абхаз Авто-ს ცნო­ბით, და­შა­ვე­ბუ­ლი ექი­მი, გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას ერთი ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და. აგუ­ძე­რის ჰოს­პიტ­ლის ე.წ. მთა­ვა­რი ექი­მის ზუ­რაბ აჩ­ბას თქმით, ვო­უ­ბას მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, ნაღ­მის აფეთ­ქე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, თუმ­ცა იცო­ცხლებს.
 
 
ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ნა­დეჟ­და ვო­უ­ბა “აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნია” და და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია “ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით”.დღეს დი­ლით, აფხა­ზურ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ექი­მის აფეთ­ქე­ბა­ში მი­სი­ვე შვი­ლი – 25 წლის ბი­ჭია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. ის ად­გი­ლობ­რივ­მა ე.წ. მი­ლი­ცი­ამ, დე­დის გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ, უკვე და­ა­კა­ვა.
 
“გა­მო­ძი­ე­ბის” ცნო­ბით, გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აგუ­ძე­რა­ში და­ა­კა­ვეს დაურ ვო­უ­ბა, რო­მე­ლიც 1994 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, მას სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­და და ორ­გა­ნიზ­მში “მე­ტა­დო­ნის” კვა­ლი აღ­მო­უ­ჩი­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ექიმ­სა და მის შვილს გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე, მათ შო­რის ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქონ­დათ.
 
აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი წერს, რომ “90-იანი წლე­ბის ომის შემ­დეგ, აფხა­ზე­ბის, რო­გორც ერის გა­ნად­გუ­რე­ბა შედ­გა…” სხვე­ბის თქმით, თით­ქმის ყვე­ლა ექი­მი და ზო­გა­დად, მედ­პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კებს ყიდ­და, ახლა "ნარ­კო­მა­ნი შვი­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნი­სა და გან­კურ­ნე­ბის­თვის იბ­რძვის".
 
“მას მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. ეწ. ლომ­კის დროს, ადა­მი­ანს ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია. შე­საძ­ლოა, მას არც კი ახ­სოვ­დეს რა გა­ა­კე­თა. არა­ვინ იცის, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კი­დევ რამ­დე­ნია ჩვენს უბე­დურ ქვე­ყა­ნა­ში” – წერს სო­ხუ­მე­ლი ფსევ­დო­ნი­მით “აფხა­ზია სუ­ხუმ”.
 
“შოკ­ში ვარ… რა მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობთ, ხალ­ხო, ის ოდეს­მე ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა?! მან რა უნდა შექ­მნას? შვი­ლე­ბი უნდა აღ­ზარ­დოს? რა უთხრა, დედა მოვ­კა­ლი, რად­გან ნარ­კო­ტიკს არ მაძ­ლევ­დაო? მო­მე­ცით ია­რა­ღი, მე მოვ­კლავ და და­უ­ნა­ნებ­ლად წა­ვალ ცი­ხე­ში” – წერს “ია­სონ აფხა­ზი”.
 
“1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლა… ვინ იცის რა ტან­ჯვით გა­მო­ზარ­და იმ უბე­დურ წლებ­ში ამ ქალ­მა ეს ბიჭი… კი­დევ რა უნდა მოხ­დეს, რომ ვა­ღი­ა­როთ, რომ მო­მა­ვა­ლი არ გვაქვს?! ნარ­კო­ტიკ­ში ვიხ­რჩო­ბით და ვი­ხო­ცე­ბით. არ მინ­და ამ ქვეყ­ნის შვი­ლო­ბა…” – წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ესმა კი­ტია.
 
“ვთხოვ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას: ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებ­ზე ან დახ­ვრე­ტა და­ა­წე­სონ, ან უბ­რა­ლოდ, მოგ­ვდგნენ და დაგ­ვხო­ცონ, მა­ინც ვერ გა­დავ­რჩე­ბით! შვილ­მა დე­დას მან­ქა­ნა­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი და­უ­მონ­ტა­ჟა, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ, დე­დამ ნარ­კო­ტი­კე­ბის მო­ტა­ნა­სა და მოხ­მა­რე­ბა­ზე უარი უთხრა. რა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ? რა გვინ­და სა­ერ­თოდ, რა­ტომ უნდა გა­დავ­რჩეთ, რო­გორც ერი? გვერ­დი­დან შევ­ხე­დოთ ჩვენს თავს, და­ღუპ­ვის პი­რას ვართ…” – მი­აჩ­ნია “ოთარ სუ­ხუმსკის”.
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...