მთავარისიახლეებიუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი: " მთავარი როლი, რომელსაც დღეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინისთვის თამაშობს, არის...

ვოლოდიმირ ზელენსკი: ” მთავარი როლი, რომელსაც დღეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინისთვის თამაშობს, არის ევროპაში ქვეყნის დემოკრატიის დაცვა”.

Published on

 
ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოიგო. მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მეორე ადგილზე გავიდა. ხმათა 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა მოაგროვა, შესაბამისად, 21 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის პრეზიდენტობისთის ზელენსკი და პოროშენკო იბრძოლებენ. ნაციონალური ეგზიტპოლების მიხედვით ზელენსკიმ ხმათა 30.4% მიიღო, პოროშენკომ 17.8%, ხოლო ექსპრემიერმა იულია ტიმოშენკომ 14.2%.
 
გამოკითხვების ლიდერი პარტიიდან "ხალხის მსახური“ ახალი სახეა უკრაინულ პოლიტიკაში. ის არის ცნობილი უკრაინელი კომიკოსი და მსახიობი, რომელსაც პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვს. ზელენსკი მონაწილეობას იღებდა პოპულარულ კომედიურ სერიალში “ხალხის მსახური“. სერიალში ის თამაშობს სკოლის ისტორიის მასწავლებლის როლს, რომელიც მომავალში მოულოდნელად უკრაინის პრეზიდენტი ხდება. მან თავის ახალ პარტიას სერიალის სახელწოდება დაარქვა. ზელენსკის მხარდამჭერთა ნაწილი კანდიდატს მის პერსონაჟთან აიგივებს.
 
"განსხვავებით სხვა დიდი პოლიტიკოსებისგან, მე არ მინდა ყალბი დაპირებების გაცემა… მინდა დაგპირდეთ, რომ სწორი გზით წავალ," – თქვა ზელენსკიმ. ის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მუშაობისთვის მზად არის, ასევე მისი დაპირებით სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებელი გახდება. მისი საგარეო პოლიტიკა ჯერ-ჯერობით უცნობია. მან Facebook გამოკითხვით მომხმარებლებს ჰკითხა დაესახელებინა ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რასაც მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში გადაწყვეტდა. მისი თქმით, ის "ეშმაკთან მოლაპარაკებისთვისაც" არის მზად, რადგან დონბასში სამხედრო გამარჯვება შეუძლებელია .
 
 
პრეზიდენტობის კანდიდატი ვოლოდიმირ ზელინსკი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა დაუბრუნონ. მისივე აზრით, სააკაშვილი "ძალიან სერიოზული დიპლომატი და კონსულტანტია" ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელიც პოლიტიკოსობას აპირებს.
 
"ვფიქრობ, მთავარი როლი, რომელსაც დღეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინისთვის თამაშობს, არის ევროპაში ქვეყნის დემოკრატიის დაცვა. მე ვთვლი, რომ ის ძალიან სერიოზული დიპლომატი და კონსულტანტია ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელიც პოლიტიკოსობას აპირებს. ასეთ ადამიანს სააკაშვილის დახმარება ნამდვილად დასჭირდება. ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ სააკაშვილს შეუძლია, საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავოს უკრაინის ხელისუფლებაში. ვთვლი, რომ თუ ადამიანს ჩამოართვეს მოქალაქეობა, მას აუცილებლად უნდა დაუბრუნონ" – თქვა ზელენსკიმ (TV პირველის თარგმანი).
 

ზელენსკის უმეტესად ახალგაზრდები უჭერენ მხარს აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალური რეგიონებიდან. ისინი არჩევნებში მონაწილოებას აქტიურად არ იღებენ, თუმცა მობეზრდათ მაედანის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დებატები და სიახლეს სერიალის გმირში ხედავენ.

სიახლეები

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს. მაღალი იერარქებიდან საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან მიტროპოლიტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი - ინფორმაცია ეროვნული...

ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ელენე ციხეშია...

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...