მთავარისიახლეებისაზოგადოებაუამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება

უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება

Published on

უამინდობა საქართველოში მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, მაღალ მთაში თოვლის სახით.
 
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი, მთაში +6, +11, მაღალ მთაში კი, +4, +9 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი, მთაში +7, +12 , მაღალ მთაში კი -2, +3 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ჰაერი დღეს +11 გრადუსამდე გათბება.
 
რაც შეეხება მომდევნო დღეების პროგნოზს, ხვალ დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ძლიერი ქარი იქროლებს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე 20-25 მეტრი/წამში. დღის განმავლობაში ჰაერი შიდა რაიონებში +15, +20 გრადუსის ფარგლებში გათბება.
 
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მცირე თოვლჭყაპი და ნისლი, მაღალ მთაში ქარბუქი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წამში, გორი – სურამის მონაკვეთზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსის ფარგლებში იქნება.
 
ხვალ თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, დროგამოშვებით მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს.
 
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა საქართველოში მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. 3 აპრილიდან კი, შედარებით გამოიდარებს.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...