მთავარისიახლეებისაზოგადოებაიძულებული გამხადეს კარიერა დავასრულო და ქვეყანა დავტოვო - ზურაბ დათუნაშვილი

იძულებული გამხადეს კარიერა დავასრულო და ქვეყანა დავტოვო – ზურაბ დათუნაშვილი

Published on

 ევროპის ქართველი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს.
 
მოჭიდავე წერს, რომ რეპრესიები მასსა და მის გარემოცვაზე გრძელდება და შეუძლებელი ხდება საქართველოს სახელით ასპარეზობა გააგრძელოს. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი ის ქვეყნის დატოვებას აპირებს, თუმცა ამბობს, რომ ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.
 
დათუნაშვილი ამბობს, რომ აპირებს მისი პრობლემის შესახებ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აცნობოს.
 
"სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის გავაგრძელებ ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან ბრძოლას, რომელმაც შექმნა არაჯანსაღი კონკურენტული გარემო და ფედერაცია აქცია კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდედ.
 
"იძულებული გამხადეს მოჭიდავის კარიერაზე უარი ვთქვა, თუმცა რადგან ჩემი ცხოვრება მთლიანად სპორტთან არის დაკავშირებული და სხვა საქმიანობით არც არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, კარიერის გასაგრძელებლად მრჩება ერთადერთი გზა – ჩემი პრობლემის შესახებ ვაცნობო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, მივაწოდო იმის არგუმენტები, რომ ხდება ჩემი მიზანმიმართული დაჩაგვრა, რათა ჩემ მიმართ არ გამოიყენონ ზემოთ ნახსენები სანქცია. ამასთან, იძულებული ვარ უახლოეს პერიოდში ქვეყნიდანაც წავიდე,“-წერს ზურაბ დათუნაშვილი.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...