მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თიბისი კაპიტალის" კვლევა - ახალი საბანკო რეგულაციების შემდეგ, იპოთეკური სესხების ოდენობა 47%-ით...

“თიბისი კაპიტალის” კვლევა – ახალი საბანკო რეგულაციების შემდეგ, იპოთეკური სესხების ოდენობა 47%-ით შემცირდა

Published on

"თიბისი კაპიტალმა" უძრავი ქონების ბაზარი შეისწავლა. კვლევამ აჩვენა, რომ ახალი საბანკო რეგულაციების შემდეგ, იპოთეკური სესხების ოდენობა წინა წლის მონაცემებთან შედარებით 47%-ით შემცირდა. ასევე ახალი სამშენებლო რეგულაციების ამოქმედებამ, საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 45%-ით შეამცირა.
 
“შევისწავლეთ, საკმაოდ დიდი სტატისტიკური ინფორმაცია დავაგროვეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. მთლიანად საქართველოში, განსაკუთრებით თბილისზე და ბათუმზე გავაკეთეთ აქცენტი და გვინდა ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ ჩვენი ხედვა დღეს სად არის უძრავი ქონების ბაზარი,“ – განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
 
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ გოგა თხელიძემ აღნიშნა, რომ საბანკო რეგულაციებმა ზრდის მაჩვენებლებზე შესაძლოა დროებითი შეფერხება გამოიწვიოს, თუმცა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ზრდა სახეზეა.
 
„დღევანდელ კვლევაზე წარვადგენთ როგორც წარსული ზრდის მაჩვენებლების შეფასებას ჩვენსას და ასევე მომავალზე ხედვას. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია ის, რომ ემიგრანტების წილი ზრდაში მატულობს. რეგულაციებმა შესაძლებელია, რომ გარკვეული შეფერხება დროებითი მაინც  გამოიწვიოს ზრდაზე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მსყიდველუნარიანობის ზრდა მოსახლეობის, რაც სახეზე არის და ეს პოზიტიურად აისახება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზრდა იქნება სექტორში, ამაში ბანკების და სექტორის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი 2-3 წლის განმავლობაში,“ – აცხადებს გოგა თხელიძე.
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...