მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ამერიკის მხარდამჭერია - მაიკ პომპეო

ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ამერიკის მხარდამჭერია – მაიკ პომპეო

Published on

7 მარტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს მოსმენა საკითხზე: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და 2020 ფისკალური წლის ბიუჯეტი."
 
მოსმენისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთიდან, ირანიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, ჩინეთიდან ასევე ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის სირიიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაზე.
 
მოსმენისას კონგრესმენმა სტივ ჩაბომ (რესპუბლიკელი-ოჰაიოს შტატი) ყურადღება გაამახვილა უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე და ხაზი გაუსვა აშშ-ის მხრიდან საქართველოსა და უკრაინისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.
 
„საქართველო და უკრაინა ორივე პუტინის მხრიდან ინტენსიური და მუდმივი ზეწოლის წინაშე არიან. ორივე ამ ქვეყნის ტერიტორია უკანონოდ არის რუსეთის კონტროლის ქვეშ. ამ რისკების მიუხედავად საქართველო და უკრაინა და ასევე აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყანა აქტიურად ახორციელებს პროდასავლურ პოლიტიკას. თუ შეიძლება გვითხარით, თუ როგორ აძლიერებს პრეზიდენტის ბიუჯეტი ჩვენი ამ უმნიშვნელოვანესი პარტნიორებისადმი მხარდაჭერას?" – აღნიშნა კონგრესმენმა.
 
„როგორც ნახეთ, ორი სახის რეალური გზით გავუწიეთ უკრაინას ხელშესახები დახმარება. ჩვენ უკრაინელ ხალხს მივაწოდეთ თავდაცვითი სახის შეიარაღება. ასევე დავეხმარეთ დაზვერვითი სახის ინფორმაციით, ჩემს წინა თანამდებობაზე მუშაობისას, სახელმწიფო მდივნად დანიშვნამდე. თქვენ ხედავთ ჩვენ ძალისხმევებს მსოფლიოში, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში, რათა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის ძალისხმევებს. მალე არჩევნები ახლოვდება უკრაინაში. მრავალი ელემენტია ამ მიმართულებით. და მე ვსაუბრობდი ამის შესახებ, რაშიც როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე თავდაცვის დეპარტამენტია ჩართული. ჩვენ მზად ვართ, რომ დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია აშშ-ს მიმართ და
 
იზიარებს ჩვენს ხედვას, თუ როგორ ოპერირებს რეგიონი." – ითქვა კონგრესმენი ჩაბოს შეკითხვის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს გამოსვლაში.
 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...