მთავარისიახლეებიპოლიტიკაიენს სტოლტენბერგი - საქართველო და ნატო ერთობლივად გადაწყვეტენ, როდის უნდა გახდეს საქართველო...

იენს სტოლტენბერგი – საქართველო და ნატო ერთობლივად გადაწყვეტენ, როდის უნდა გახდეს საქართველო ალიანსის წევრი

Published on

საქართველო და ნატო ერთობლივად გადაწყვეტენ, როდის უნდა გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი და არც ერთ სხვა მხარეს არ აქვს ჩარევის უფლება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რა ფაქტორი აქვს რუსეთს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.
 
„ნატოსთვის პრინციპულია, რომ ყველა ერს გააჩნია გადაწყვეტილების თავისუფლება. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ვერავინ მიიღებს მის ნაცვლად გადაწყვეტილებას. ყველა ერს აქვს საკუთარი მომავლის არჩევის უფლება. როცა ჩვენ მზად ვიქნებით საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ეს გადასაწყვეტია ნატოსი და საქართველოსი და არც ერთი სხვა სახელმწიფოსი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
 
მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა საქართველომ განახორციელოს რეფორმები, მათ შორის სასამართლო სისტემის და მოახდინოს თავდაცვის სფეროს მოდერნიზაცია. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ნატო-ს სტანდარტები იმისთვის, რომ გახდეს ალიანსის წევრი.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...