მთავარისიახლეებისაზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია ამ დროისათვის 12 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია ამ დროისათვის 12 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა

Published on

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს, მაგისტრობის კანდიდატებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეობის მსურველებს სთხოვს გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ მსურველები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.
 
2019 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო. 25 მარტის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 600-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი კი, 1700 – ზე მეტმა აპლიკანტმა შეავსო.
 
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი – ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება. რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია მოცემულია ,,ცნობარში აბიტურიენტებისათვის“. რეგისტრაციისათვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოიცა სპეციალური კალენდარი, რომლის საშუალებით აბიტურიენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის ვადებისა და გამოცდებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ. კალენდრები სკოლებსა და რესურსცენტრებს ურიგდებათ.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრებს მართვას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. დღეს ღია კარის დღე თელავში იმართება. შეხვედრაზე აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს ცენტრის წარმომადგენლები ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ინსტრუქციებსა და გამოცდის პროცედურებს დეტალურად აცნობენ.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...