მთავარისიახლეებისაზოგადოებაკეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლები მოსალოდნელი შემცირებების გამო შიშობენ (FOTO)

კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლები მოსალოდნელი შემცირებების გამო შიშობენ (FOTO) [Video]

Published on

გორის ქუჩაზე მდებარე ზუგდიდის  ააიპ-ის კეთილმოწყობის  ცენტრის საწყობის ეზოში 200-მდე ადამიანი შეიკრიბა. ცენტრის თანამშრომლები მოსალოდნელ შემცირებას აპროტესტებენ. ააიპ-ის თანამშრომლები კამერებთან კომენტარს ერიდებიან, თუმცა პირად საუბრებში აცახედებენ,  რომ მათ აქვთ ინფორმაცია, შტატების შემცირებაზე,  სწორედ ეს გახდა დღევანდელი შეკრების მიზეზიც.
 
 
,,,ოდიშინიუსის,, გადამღებ  ჯგუფს  დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ეზოში შესვლის საშუალება არ მისცეს.სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი შენგელიას გამოჩენის შემდეგ განიმუხტა და ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება მიეცათ. შეკრებილებს ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა ესაუბრა, თუმცა მან უარყო  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოხდება შტატების შემცირება. ,, ამაზე საუბარი არ ყოფილა, მოვედი იმიტომ რომ გავსაუბრებოდი ამ ხალხს და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა აზრები, ახალი უფროსი ყავთ და ჭორებს აყვნენ, თითქოს მოხდება მათი გაშვება,, – განაცხადა მაიზერ ნანავამ.
 
 
კეთილმოწყობის ცენტრის სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა ციმინტიას თქმით კი ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანით მოხდება შემცირება ,,არ ვიცით არაფერი ჯერ, ყველა ამბობდა ქალაქში და მათ შორის თქვენც,  ჟურნალისტებიც, რომ შტატები გაბერილია და ვნახოთ, არ ვიცი რა და როგორ მოხდება, ვინ წავა, არაფერი არ არის ჯერ გარკვეული,, – განაცხადა მამუკა ციმინტიამ. 
 
 
ზუგდიდის კეთილმოწყობის ცენტრს თებერვლიდან ახალი უფროსი ყავს. ნოე პერტაია ამ თანამდებობაზე მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის რეაგირებისა და მონიტორინგის დეპარტამენტს ყოფილმა ხელმძღვანელმა დიმიტრი ფაცაციამ შეცვალა. დღეს აქციაზე მუშებთან ფაცაცია არ გამოჩენილა.კეთილმოწყობის ცენტრში ამ დროისთვის 250-მდე თანამშრომელი მუშაობს
 
 
 
 

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...