მთავარისიახლეებისამართალისასამართლომ ზაალ ლატარია და კიდევ სამი პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ზაალ ლატარია და კიდევ სამი პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

Published on

პირადი ცხოვრების ამსახველი, ფარული ჩანაწერების გავრცელების ბრალდებით დაკავებული ოთხივე პირი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
 
ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ გადაწყევტილება დაუსაბუთებელია და ამიტომ ისინი აპირებენ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყევტილება გაასაჩივრონ.
 
წინასწარ პატიმრობაში მყოფ ოთხივე პირს ბრალი დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ედებათ, თუმცა ადვოკატების განცხადებით, ოთხივე ბრალდებული პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში.
 
„შეეშვას სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან წევრებს, რომლებსაც არც მოუპოვებიათ ეს კადრები არც ჩაუწერიათ და არც რაიმე ინტერესი ჰქონიათ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულიყო,“-ამბობს ადვოკატი დავით გირგვლიანი.
 
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებული ზაალ ლატარიას ადვოკატი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს პროვოკაცია მოუწყვეს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გაუგზავნეს.
 
„მას ეს არ მოუპოვებია დანაშაულებრივად, დაუდგენელმა პირმა, ვვარაუდობთ, რომ ეს იყო პროვოკაცია, გადმოუგზავნეს. ისჯება იმიტომ, რომ არის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, იმიტომ რომ უკრაინაში იბრძოდა, იმიტომ რომ რუსებს უნდოდათ როგორც ცერცვაძის სხვების პასუხისგებაში მიცემა,“- აცხადებს ლატარიას ადვოკატი ვახტანგ იაშვილი.
 
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურამ დღეს წინასაგამოძიებო მოქმედებების გახანგრძლივება მოითხოვა, შესაბამისად საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში არ ჩანიშნულა.
 
კითხვაზე, არის  თუ არა გამოკითხული ბუბა ლომთათიძე, რომელმაც თავად აღიარა, რომ კადრები პირველად მან გაავრცელა, საქმის პროკურორი გიორგი მუკბანიანი ამბობს, რომ სომხეთში მყოფი ლომთათიძის გამოკითხვაზე მიმართვა გაგზავნილია. თუმცა მუკბანიანი ვერ ასახელებს თარიღს, როცა მათ სომხეთს მიმართეს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...