მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯერალდ კონოლი - რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას და მშვიდობის შენარჩუნება თავდაცვაში...

ჯერალდ კონოლი – რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას და მშვიდობის შენარჩუნება თავდაცვაში ინვესტირებაა

Published on

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობარი ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯერალდ კონოლის განცხადებით, რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას და მშვიდობის შენარჩუნება თავდაცვაში ინვესტირებაა.
 
„ჩვენ ფიზიკურად ვიხილეთ, რომ ვლადიმერ პუტინის მმართველობის ქვეშ მყოფი აგრესიული რუსეთი, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირს ჰგავს საფრთხეს უქმნის ევროპის კონტინენტზე მშვიდობასა და სტაბილურობას – და არამხოლოდ ევროპაში. შეგვიძლია ევროპით დავიწყოთ – რუსეთი შეიჭრა საქართველოს, მოლდოვისა და რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიებზე და შელახა მათი სუვერენიტეტი.  ჩვენი სამუშაო შეუსრულებელია. მშვიდობის შენარჩუნება ნიშნავს თავდაცვაში ინვესტირებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი შეკავება მოხდა, რაც ყველასთვის, მათ შორის ჩვენი მოწინააღმდეგე რუსეთისათვისაც ხილვადი იყოს“, – განაცხადა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ გამოცემა New Atlanticist-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.
 
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მის პრიორიტეტებზე საუბრისას, კონგრესმენმა კონოლიმ ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მნიშვნელობას.
 
„ვფიქრობ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ცალსახა პოზიცია რუსეთისადმი მკაფიო და უტყუარი გზავნილის მისაწოდებლად, რუსეთის მიერ ყირიმის არაკანონიერი ანექსირების, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის, რუსეთის მიერ სუვერენული საქართველოს ტერიტორიისა და მოლდოვის ნაწილის არაკანონიერი ოკუპაციის თაობაზე, და ჩვენ მზად ვართ ამ ქვეყნების მხარდასაჭერად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ არ არიან ნატო-ს წევრები“, – აღნიშნა ბატონმა კონოლიმ.
 
კონგრესმენმა კონოლიმ ხაზი გაუსვა კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელობასა და მის უზრუნველსაყოფად ნატო-ს მნიშვნელოვან როლს.
 
„საბჭოთა კავშირი და ახლა უკვე რუსეთი ძალიან ფრთხილობენ ნატო-ს წევრი ქვეყნების საზღვრებთან მიმართებაში. ეს კოლექტიური უსაფრთხოების ფასეულობის შესახებ მრავლისმეტყველი ფაქტია. ამაში ჩვენ ერთად ვდგავართ. ერთის წინააღმდეგ შეტევა, ყველას, მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევაა. ვფიქრობ, რომ გასული სამოცდაათი წლის განმავლობაში ეს ძალიან ძლიერი და ეფექტური გზავნილი იყო“, – განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.
 
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...