მთავარისიახლეებისამართალისუს-მა თაღლითობაში ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს წევრი ამხილა

სუს-მა თაღლითობაში ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს წევრი ამხილა

Published on

 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობისთვის 1 პირი დააკავა, ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები კი გულგრილობისთვის ამხილა.  
 
ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია ოთარ ყ. ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილეს: ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრები – კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე ზაზა გ, კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სამველ ო, კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი მოსაკრებლებისა და გადასახადების საკითხებში გელა მ. და კომისიის ყოფილი წევრი, ქონების მართვის სააგენტის ყოფილი თანამშრომელი მამუკა პ.
 
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ ყ-მ 2015 წელს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა, 2007 წლამდე ფლობდა საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს და ითხოვა აღნიშნული ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. ამავე კომისიის თავმჯდომარე ზაზა გ-მ და კომისიის წევრებმა სამველ ო-მ, გელა მ-მ და მამუკა პ-მ სამსახურებრივი  მოვალეობისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულების გამო არ შეისწავლეს ოთარ ყ-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების ნამდვილობა და სამსახურებრივი გულგრილობით დააკმაყოფილეს მისი უკანონო მოთხოვნა. აღნიშნული ქმედების შედეგად ოთარ ყ-მ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა და მოტყუებით მიისაკუთრა ქალაქ ახალციხეში, სამსონიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი," – ნათქვამია ინფორმაციაში.  
 
გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე.
 
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

სიახლეები

საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ პარტია დაურეგისტრირა

პრორუსულ „ალტ-ინფოს“ ახალი პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ დაურეგისტრირეს - გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 22 აპრილს მიიღო: "ბევრს...

ყველაზე მეტი აბიტურიენტი 2025 წელს ისტორიას ჩააბარებს – როგორია არჩევანი საგნების მიხედვით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 22 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის...

ლევან ზაზაძეს 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა

რუსთაველის გამზირზე, 21 აპრილს დაკავებულ ლევან ზაზაძეს 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ადგილზე ვითარება...

“ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება” – მიხეილ სააკაშვილი

"ოლიგარქიული დიქტატურა გადასულია შეტევაზე. ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის,...