მთავარისიახლეებისამართალიარჩილ თალაკვაძის ბინის გამქურდველი დაკავებულია

არჩილ თალაკვაძის ბინის გამქურდველი დაკავებულია

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს.
 
აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
"ქურდობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ა.ს. დავაკავეთ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 14 მარტს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სეიფში გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა. სამართალდამცველებმა, ნაქურდალი თანხა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს", – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.
 
უწყების ცნობით, გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...