თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალური გეგმა დაამტკიცა

0
435
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალური გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა. კალაძის თქმით, ამ დოკუმენტის მიღება უზრუნველყოფს დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას.
 
"თბილისის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმაზე ჩვენ ყველა ერთას ვმუშაობდით, უშუალოდ ავტორები, დარგის სპეციალისტები, მუნიციპალური სამსახურები, საკრებულოს წევრები, რისთვისაც თითოეულ ამ ადამიანს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. 20-25 წლის განმავლობაში ქალაქში უამრავი პრობლემა დაგვიგროვდა, ქაოტური განაშენიანება, რთული ეკოლოგიური პრობლემები, საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც ამ პრობლემების სათავეა, ქალაქის განვითარების სისტემური ხედვის და ერთიანი გეგმის არარსებობა იყო. ჩვენმა გუნდმა მართვის პოლიტიკის ცვლილებებით და სწორი ორგანიზაციული რეფომრებით დაიწყო მუშაობა. გენგეგმის და მტკიცება კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის სწორად სამართვად," – თქვა კალაძემ. 
 
დედაქალაქის მერი ამბობს, რომ თბილისის განვითარების ახალი გზას ყველა საარჩევნო პირობის კომპლექსურად შესრულებით გაივლიან და მყარ საძირკველს ჩაუყრიან დედაქალაქის ახალი ურბანული სახის შექმნას.
 
"რა თქმა უნდა, წლობით დაგროვებულ ყველა შეცდომას ერთი ხელის მოსმის ვერ გამოვასწორებთ, თუმცა ეს არის ის ათვლის წერტილი საიდანაც იწყება თბილისის განვითარების ახალი გზა. ჩვენ ამ გზას გავივლით ყველა საარჩევნო პირობის კომპლექსურად შესრულებით და მყარ საძირკველს ჩავუყრით დედაქალაქის ახალი ურბანული სახის შექმნას. გავა დროს და თბილისის აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელშიც მოგვარებული იქნება განაშენიანების, ეკოლოგიის, ტრანსპორტის საკითხები. იქნება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიაენბისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას. ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ყველას გვსურს, რომ თბილისი იყოს უკეთესი და ამისთვის ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და არ დავიშურებთ მომავლშიც.  ჩვენ თბილისელებთან ერთად დავძლევთ ქალაქის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ჩვენი შვილები, მომავალი თაობები სიცოცხლით და სილამაზით სავსე ქალაქში იცხოვრებენ. დარწმუნებული ვარ ერთად ყველაფერს შევძლებთ და  აუცილებლად შევქმნით ჩვენი ქალაქის უკეთეს მომავალს," – ამბობს კალაძე.
წინა სტატიაოკუპირებული აფხაზეთის სოფელ პირველ ოტობაიადან გატაცებული ლევან ძაძუა გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიასამხედრო პოლიციამ ჯარში ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე ორი წვევამდელი დააკავა. ლევან იზორია კატეგორიულად გამორიცხავს მომხდარში ოფიცრების მონაწილეობას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური