მთავარისიახლეებიმსოფლიოსუს-ის განცხადება ახალ ზელანდიაში მომხდარის შესახებ: ინფორმაციის მისაღებად პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ

სუს-ის განცხადება ახალ ზელანდიაში მომხდარის შესახებ: ინფორმაციის მისაღებად პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ

Published on

სუს-ი ახალ ზელანდიაში ტერაქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ, რომელსაც ქართული წარწერები აქვს, ინფორმაციის მისაღებად პარტნიორებთან თანამშრომლობს.
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობს, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
 
მათივე ინფორმაციით, უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები.„მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთში მომხდარი სროლის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა. Daily Mail ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც სხვადასხვა ადამიანთან ერთად, ქართულ ენაზე, დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელებიც აწერია. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იარაღზე დატანილია იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც წარსულში „მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს“.

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...