მთავარისიახლეებიმსოფლიოსკანდალი - თავდამსხმელებს, რომლებმაც ახალ ზელანდიაში 40 ადამიანი მოკლეს, ავტომატის მჭიდებზე ქართულენოვანი...

სკანდალი – თავდამსხმელებს, რომლებმაც ახალ ზელანდიაში 40 ადამიანი მოკლეს, ავტომატის მჭიდებზე ქართულენოვანი წარწერები ჰქონდათ

Published on

სკანდალი – თავდამსხმელებს, რომლებმაც ახალ ზელანდიაში 40 ადამიანი მოკლეს ავტომატის მჭიდებზე ქართულენოვანი წარწერები ჰქონდათ
 
მჭიდებზე, რომელიც ტერაქტის შემდეგ სამართალდამცველებმა ტრაგედიის ადგილიდან ამოიღეს დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი ქართულ ენაზე წერია.. ფოტომასალას ბრიტანული გამოცემა "Daily Mail"  აქვეყნებს.
 
“კურიერი“ შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაუკავშირდა, რათა დაეზუსტებინა, ჰქონდა თუ არა ქართულ მხარეს კომუნიკაცია ახალი ზელანდიის სამართალდამცველ ორგანოებთან.
 
თუმცა შს სამინისტროდან „კურიერი“ საგარეო უწყებაში გადაამისამართეს. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ არაფერი იციან. მათი თქმით,  მხოლოდ ის გაარკვიეს რომ ტერაქტის შედეგად ახალ ზელანდიაში საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.
 
რას უკავშირდება ქართულენოვანი წარწერები ტერორისტების შეიარაღებაზე ამის შესახებ ამ დრომდე განმარტებები არ კეთდება.
 
თავდასხმა მეჩეთებზე ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისჩარჩში მოხდა. შეიარაღებული პირები 2 სხვადასხვა სალოცავში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.
 
ამ დროისთვის ცნობილია,რომ შემთხვევას 40 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი 20- ს აჭარბებს.
 
ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და განაცხადა ეჭვმიტანილების ავტომობილებში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დახურულია ყველა სკოლა. 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...