სამხედრო პოლიციამ ჯარში ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე ორი წვევამდელი დააკავა. ლევან იზორია კატეგორიულად გამორიცხავს მომხდარში ოფიცრების მონაწილეობას

0
580
სამხედრო პოლიციამ ჯარში ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე ორი წვევამდელი დააკავა.
 
დაკავებულები რამდენიმე საათის წინ სამხედრო ნაწილიდან პირდაპირ პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ დაკავებულებმა წვევამდელი ქაზიმ გახრამონოვი სცემეს და ფული გამოსძალეს . უცნობია ვინ მისცეს პასუხისგებაში კიდევ ერთი ჯარისკაცის ცემისა და მისთვის ფულის გამოძალვის საქმეზე.
 
კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი ახალგაზრდის, ქაზიმ გახრამონოვის ოჯახის წევრები მეთაურების დასჯას ითხოვენ.
 
მათი თქმით, ძალადობასა და ფულის გამოძალვაში 5 სამხედრო მონაწილეობდა, ხოლო სამხედრო პოლიციამ მხოლოდ ორი მათგანი დააკავა.
 
 
ქაზიმ გახრამონოვი ამტკიცებს, რომ ძალადობას ფაქტს ესწრებოდა ერთ-ერთი სერჟანტი, რომლის გვარია უნდილაძე. თუმცა, როგორც ჩანს, გამოძიებამ ვერ დაადგინა მისი დანაშაული და მხოლოდ ორი დაკავებული წვევამდელია .
 
ქაზიმ გახრამონოვის  ძმა ფუად გახრამანევი მოითხოვს, რომ ძალადობაში მონაწილე სერჟანტმაც აგოს პასუხი.
 
„როგორც გვითხრეს ორი პირია დაკავებული, თუმცა, ჩვენ მოვითხოვთ დანარჩენების დასჯასაც. დანაშაულში 5 ჯარისკაცი მონაწილეობდა და ერთი სერჟანტი, მათგან დაკავებულია მხოლოდ ორი სამხედრო, ვიცით, რომ იყო ერთი სერჟანტი, რომელიც ემუქრებოდა დაზარალებულებს და უშუალოდ მფარველობდა ფულის გამოძალვის ისტორიას. არ არის საკმარისი მხოლოდ რიგითების პასუხისგებაში მიცემა, უნდა დაისაჯონ მათი მეთაურებიც, დასჯა უნდა იყოს სამაგალითო, რომ სამხედრო ნაწილებში აღარ განმეორდეს ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ფულის გამოძალვის ფაქტები,“ – აცხადებს ფუად გახრამანევი.

 
აღნიშნულს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, სამხედრო პოლიციამ სწრაფად გახსნა საქმე, რომლიდანაც ირკვევა, რომ ორმა წვევამდელმა სხვა წვევამდელებზე განახორციელა ფიზიკური ზეწოლა და ასევე, ამ ფიზიკური ზეწოლის შედეგად სურდათ სახელფასო ბარათების მოპოვება. თანაც წვევამდელები, რომლებიც არიან დაკავებულები ამ ინციდენტის შემდეგ სულ რაღაც ორ დღეში, ასრულებდნენ სავალდებულო სამსახურს ჯარში. როგორც კი ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ, სულ რაღაც ერთ დღეში, ჩავატარეთ მყისიერად საგამოძიებო მოქმედებები და დავადგინეთ რეალურად რა მოხდა და შესაბამისად, დროულად მოხდა იმ პირების დაკავება, ვისაც ამ დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის ბრალი,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.
 
მინისტრმა მომხდარში ოფიცრების მონაწილეობის მიღება კატეგორიულად გამორიცხა: „კატეგორიულად გამოვრიცხავ, ბევრი სპეკულაციები იყო, არავითარი მონაწილეობა ოფიცრებს არ ჰქონიათ, ეს მოხდა წვევამდელებს შორის,“ – განაცხადა მინისტრმა.
 
 
წინა სტატიათბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალური გეგმა დაამტკიცა
შემდეგი სტატიასუს-ის განცხადება ახალ ზელანდიაში მომხდარის შესახებ: ინფორმაციის მისაღებად პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური