მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსი ოკუპანტების მობილიზება ხურვალეთთან - შეშინებული მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, ის კი...

რუსი ოკუპანტების მობილიზება ხურვალეთთან – შეშინებული მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, ის კი ოკუპანტებს უნთებს მწვანე შუქს

Published on

ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მობილიზება შეინიშნება.
 
 შეიარაღებული ფორმიანები სატვირთო მანქანებით იმ ადგილზე იმყოფებიან, სადაც ცოტა ხნის წინ სათვალთვალო კოშკურა ააგეს. 
 
ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია ოკუპანტების მობილიზების მიზეზებზე, ისინი თავს დაუცველად გრძნობენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
 
როგორც გორის მერის წარმომადგენელი როინ ადიკაშვილი  აცხადებს, ოკუპანტებს მავთულხლართებით შემოსაზღვრული ტერიტორია არ გადმოუკეთავთ. მისთვისაც უცნობია, რა სამუშაოებს აწარმოებენ ფორმიანები.
 
პარალელურად ,ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია'' ავრცელებს განცხადებას, რომ ატოცის საოკუპაციო ზოლზე ოკუპანტთა დამატებითი ჯგუფი გადაისროლეს და  აქვეყნებს გუშინწინ ატოცში გამოჩენილი საინჟინრო ბატალიონის კუთვნილი საბჭოთა სატვირთო მანქანის ფოტოს.
 
 
,,იქ, . სადაც ოკუპანტები შევიდნენ,  არანაირი ნიშნული არ არის და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიაა.'' – წერს მოძრაობის ერთერთი ლიდერი ლაშა ბერულავა. – იმ ბაღებში, რომლის დამუშავებასაც ვაპირებდით და სადაც არანაირი ნიშნული არაა, სადაც ჯერ კიდევ გუშინ პოლიცია თავად გვიშვებდა და არათუ გვიშვებდა, მოგვყვებოდა კიდეც, დღეს ოკუპანტები შევიდნენ და პოლიცია ხურვალეთის მისადგომებთან რომ საგუშაგოა, მაგის იქეთ არ გვიშვებს.''
 
ერთი საათის წინ კი დათო ქაცარავამ გაავრცელა განცხადება, რომ რუსები ხურვალეთში შევიდნენ.  დავით ქაცარავა აცხადებს, რომ  ინფორმაცია ემყარება სოფლის მოსახლეობისგან მიღებულ ინფორმაციას, თავად საპატრულო ჯგუფს კი სოფელთან მიახლოებისა და ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების  შესაძლებლობას  არ აძლევს ქართული ხელისუფლება, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობს ჩაშალოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის მიერ დღეს დაგეგმილი მშვიდობიანი ღონისძიება, გზას უღობავს აქციაში მონაწილეობის მსურველებს და ამავე დროს ,,მწვანეს უნთებს'' საოკუპაციო ძალებს.  
 
 
,,მოგეხსენებათ,  "ძალა ერთობაშია"- მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მ/წ ის 15 მარტს იგეგმებოდა ჩვენი აქტივისტების მიერ ხურვალეთში მაცხოვრებლების ბაღების დამუშავება. იმ ბაღებში, რომლებშიც რუსი ოკუპანტები შეუფერხებლად შემოდიან და ჩვენს მოსახლეობას ატერორებენ.
ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩვენ ხურვალეთლებს დავეხმარებოდით მიწის დამუშავებაში, რომელიც დღეს ჩვენი ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიას ეკუთვნის. ჩვენ განცხადებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა საოკუპაციო-სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. "კგბ". ამ განცხადებაში პირდაპირ იკითხება პროვოკაციის მოწყობის მუქარა.
 
ასევე, სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ამ განცხადებაში ამოკითხული სერიოზული პროვოკაციის საშიშროება დაგვიდასტურეს.
ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, ჩვენი მოქალაქეების ბაღების მიმდებარედ დაწესდეს პოლიციის 24 საათიანი პატრულირება, ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერთოს ამ მოქალაქეებისთვის ბაღების(ჩვენი ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორია) დამუშავების პროცესში და უზრუნველყოს ხურვალეთლებისთვის ზემოთხსენებული ბაღების უსაფრთხოდ დამუშავება. 
ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის, ორი ყარაფილელის გატაცების, ატოცში ოკუპანტების საგუშაგოზე ორკების რაოდენობის ზრდის ფონზე, საოკუპაციო რეჟიმის ეს განცხადება განსაკუთრებულად ნეგატიური და სახიფათო სიგნალია.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენი მოქმედებები არ შეიცავენ არანაირ პროვოკაციას და ვმოქმედებთ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის დასტურია ჩვენი პატრულირება ატოცში, სადაც ჩვენს მიერ არც ერთხელ არ დარღვეულა საოკუპაციო ხაზი.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოქმედებას და ჩვენი მოქალაქეების ბაღების დამუშავების პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. თარიღს დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას. –  აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა 
 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...