მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბერძენიშვილი ,,სკივრიდან ამოღებული ძაააან გადანახული ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი ალასანიას...

დავით ბერძენიშვილი ,,სკივრიდან ამოღებული ძაააან გადანახული ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი ალასანიას ჩაშლილი დაჭერის შესახებ”

Published on

 
“ბიძინა ივანიშვილმა სკივრიდან ამოიღო ძაააან გადანახული ირაკლი ღარიბაშვილი. ჩვენ თავის დროზე მკვეთრი დაპირისპირება გვქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან და ჩვენ მაშინ მოვუგეთ ღარიბაშვილს, თუმცა, ძვირი დაგვიჯდა ეს ძალიან. პირველ რიგში იმის გამო, რომ რეტროგრადული ტენდენციების მატარებელი იყო მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობა და თავად პირადად ”
 
“ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, მე უნდა დავიჭირო ირაკლი ალასანიაო. ეს ყურმოკვრით კი არ მაქვს გაგონილი, მართლა აპირებდა მის დაჭერას კაბელების საქმეზე. მარტო მე კი არ ვიცი, უმრავლესობის სხდომაზე აქვს ნალაპარაკები და პოლიტსაბჭოს სხდომაზე. საჯარო განცხადებას ვაკეთებ – ივანიშვილი ემზადებოდა ირაკლი ალასანიას დასაჭერად და ვერ დაიჭირა, ვერ მოუძებნა.. უმრავლესობის სხდომაზე, 80-90 დეპუტატის თანდასწრებით, მხოლოდ რესპუბლიკელები ვეწინააღმდეგებოდით და ვამბობდით, სანამ არ არის სასამართლო ირაკლი და ეს ბიჭები უდანაშაულოები არიან და შემდეგ ასეც აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი კი ამბობდა, მე ვიცი ეს საქმე, ალასანია დასაჭერია, პროკურატურამაც კი არ იცის იმდენი დეტალი, რამდენიც მე ვიციო. მოკლედ ირაკლი ალასანია მან დანიშნა მტრად. ირაკლი ალასანიას მთავრობაში დასდევდა, ჩვენ პარლამენტში, მაგრამ ჩვენთან კორუფციული კარტი არ გამოვიდოდა, ამიტომ ჩვენთან მიმართებაში ჩართო პროპაგანდისტული ნიაღვარი  ”
ამის შესახებ პალიტრანიუსის გადაცემა "360 გრადუსში" რესპუბლიკური პარტიის ერთერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა თქვა. 
 

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...