მთავარისიახლეებიპოლიტიკაკორუფცია, „დედოვშინა“, - ოპოზიციის აზრით, ქართული ჯარი 90-იანი წლების ჯარს ემსგავსება

კორუფცია, „დედოვშინა“, – ოპოზიციის აზრით, ქართული ჯარი 90-იანი წლების ჯარს ემსგავსება

Published on

ჯარში შექმნილ ვითარებას საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ჯარი 90-იანი წლების ჯარს დაემსგავსა, სადაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ე.წ. დედოვშინა, კორუფცია და წვევამდელებზე ფიზიკური ძალადობა. ოპოზიციის აზრით, წვევამდელების სისტემა გამოსასწორებელია, რადგან ის უკვე პრობლემად იქცა.
 
"ქართული ჯარი ემსგავსება კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არსებულ ჯარს, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო საბჭოთა ჯარის ყველაზე უარესი თვისებები, როგორიცაა კორუფცია, „დედოვშინა,“ ჯარისკაცების დაჩაგვრა. ეს არის სახელმწიფოს დასუსტება და არა მხოლოდ ქართული ჯარის. თავდაცვის მინისტრს ველოდებით ორ კვირაში უნდა მოვიდეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. იქნება მასთან მწვავე შეკითხვები, მათ შორის ჯარში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. თვითონ ჯარისკაცების ოჯახებს ვურჩევ, რომ კანონის მთელი სიმკაცრით მოსთხოვონ პასუხი შესაბამის პასუხისმგებელ პირებს,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
 
"ევროპულ საქართველოში" კი მიაჩნიათ, რომ მხოლოდ დამნაშავეების დასჯა საკმარისი არაა და პრობლემას უფრო კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ირაკლი აბესაძის თქმით, ამ თემაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზეც უნდა იმსჯელონ.
 
˜„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ ფაქტზე სრულყოფილი გამოძიება მოხდეს. დაისაჯონ კონკრეტული პირები, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ჯარში სიტუაციაზე, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობაზე, აქ როგორც ჩანს, ბევრად უფრო ღრმა არის პრობლემა და ბევრად უფრო კომპლექსური მიდგომა იქნება საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ნდობის ჯგუფის ფარგლებში, სადაც შეიძლება საიდუმლო ტიპის ინფორმაციაზე საუბარი, არამედ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში საჯაროდ შედგეს ამ საკითხების განხილვა,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კრწანისის სასწავლო ცენტრში ახალწვეულებისთვის ფულს გამოძალვისა და ცემის ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. ჯარში ფულის გამოძალვის ამბავი "კურიერმა" გაახმაურა. ნაცემი სამხედრო "რუსთავი 2"- თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვებოდა, როგორ გააღვიძეს ღამით, სცემეს და ფულის მიტანას სთხოვდნენ. თავდაცვის უწყებამ ჯარში ფულის გამოძალვის ფაქტი გუშინ დაადასტურა.
 

სიახლეები

“ქართული ლეგიონი” – ბაზაზე დივერსიული აქტის შედეგად დემეტრე დარჩია დაიღუპა

"ქართული ლეგიონის" ბაზაზე მომხდარი დივერსიული აქტის შედეგად დაღუპულია ლეგიონის ქართველი მებრძოლი დემეტრე დარჩია. ცნობილია,...

პარალიზებულ ჭავჭავაძეზე, მათე დევიძის მხარდასაჭერად კარვები გაიშალა

მათე დევიძის მხარდასაჭერად, რომელსაც დღეს უსამართლო სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა...

მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება...

სალომე ზურაბიშვილი დედების მარშის დღეს “გზის გადაკეტვისთვის” 5 000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "გზის გადაკეტვის" გამო 5 000 ლარით დააჯარიმეს. "აქტივისტად მოვინათლე დღეს! მე...