მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,ახალგაზრდა ბიჭი, უბრალოდ მოგვიკლეს და იგივე ოკუპანტებთან, რუსულ "გაზპრომთან" ვაფორმებთ ხელშეკრულებას -...

,,ახალგაზრდა ბიჭი, უბრალოდ მოგვიკლეს და იგივე ოკუპანტებთან, რუსულ “გაზპრომთან” ვაფორმებთ ხელშეკრულებას – ხელისუფლება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე სიმტკიცეს არ იჩენს”

Published on

 "ნაციონალური მოძრაობა"  გალში 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება
 
ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი კვარაცხელია ისევე დამამცირებლად შეეწირა საოკუპაციო რეჟიმს, როგორც ეს არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემთხვევაში მოხდა. 
 
მელია ამბობს, რომ ხელისუფლებას მსგავს ფაქტებზე ადექვატური რეაგირება არ აქვს და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე სიმტკიცეს არ იჩენს. 
 
"ძალიან დამამცირებელი ტრაგედია დაგვატყდა თავს გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის შემდეგ, როდესაც თან დაგვცინეს, თან დაგვამცირეს და ისე მოგვიკლეს ვაჟკაცები. არანაირი შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან – გიგა ოთხოზორიას მკვლელი ცნობილია, მაგრამ ისე გადაადგილდება როგორც ჩვენ.
 
"ყველაფერზე არიან დამთმობები, იქ სადაც სწორი და სახელმწიფოებრივი მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეთ. მაგალითისთვის ერთის მხრივ ხდება ის, რაც კვარაცხელიას შემთხვევაში – ახალგაზრდა ბიჭი, უბრალოდ მოგვიკლეს და იგივე ოკუპანტებთან, რუსულ "გაზპრომთან" ვაფორმებთ ხელშეკრულებას. ამის გარდა  აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის გახსნაზეც ყაბულსაა "ქართული ოცნება." რა არის ეს, თუ არა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება. შეშინებულები არიან დამფრთხლები არიან თუ შეგნებულად აკეთებენ ამას რაღა მნიშვნელობა აქვს?“-აცხადებს ნიკა მელია. 
 
,,დიდი ალბათობით, ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშირებით მოხდა იგივე რამ, რაც არჩილ ტატუნაშვილთან – ეს ადამიანი არის მოკლული, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.
 
დეპუტატი მსგავს შემთხვევებს დაუსჯელობის სინდრომს უკავშირებს.
 
„საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა მიიღო „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“, რომელსაც ევროპის სახელმწიფოებიც მიესალმნენ. ამის იქით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა და ფაქტობრივად, ამ პასიური მდგომარეობით წაახალისეს ის ვითარება, რაც ხდება. დაუსჯელობის სინდრომი არის ყველაზე მთავარი მიზეზი მომხდარი უბედურებების. საქართველოს ხელისუფლების ლოიალურობა და ასეთი მფრთხალი რეაგირება აძლევს რუსეთს და სეპარატისტებს საშუალებას, მსგავსი დანაშაულები ჩაიდინონ“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

სიახლეები

ირანი კიდევ ორი გენერლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი...

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო, დღეს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო 14 ივნისს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა -...

აქტივისტი პლაკატით „ანწუხელიძე უკვდავია“ 5000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. მას 28 მარტს...

ნეთანიაჰუს მიმართვა ირანელ ხალხს-ისრაელი თქვენ არ გებრძვით, ჩვენს საერთო მტერს ვებრძვით

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში ისრაელის იერიშებთან და ოპერაცია "აღმავალ ლომთან" დაკავშირებით ირანელ ხალხს...