მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ ნუ წავალთ მოვლენებს წინ, დანარჩენს პარტია გააკეთებს თვითონ განცხადებას“- ირაკლი ჩიქოვანი...

„ ნუ წავალთ მოვლენებს წინ, დანარჩენს პარტია გააკეთებს თვითონ განცხადებას“- ირაკლი ჩიქოვანი მერობის კანდიდატობაზე

Published on

ირაკლი ჩიქოვანი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას მაისში დაგეგმილ არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ. მას შემდეგ, რაც ზუგდიდში, მერობის კანდიდატების შიდა რეიტინგი გამოქვეყნდა, აქტიურად მიდის იმაზე საუბარი, რომ მმართველი გუნდი მერობის კანდიდატად ირაკლი ჩიქოვანს დაასახელებს. „ოდიშინიუსის“ წყაროს ცნობით, ჩიქოვანს უკვე ქონდა შეხვედრები ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიაში. ის უქმეებზე ზუგდიდშიც იმყოფებოდა. ჩვენ დავუკავშირდით ირაკლი ჩიქოვანს, რომელმაც დაადასტურა რომ ზუგდიდში მართლა იმყოფებოდა, თუმცა ოჯახურ გარემოში: „ჩემს სახლში ვიყავი შაბათ-კვირა იყო, 8 მარტი და ჩემებთან ჩამოვედი“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, კითხვას, მოიაზრება თუ არა ის ოცნებიდან მერობის კანდიდატად ზუგდიდში, ორაზროვანი პასუხი გასცა: „ ნუ წავალთ მოვლენებს წინ, დანარჩენს პარტია გააკეთებს თვითონ განცხადებას“- განაცხადა ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“  ყოფილი წევრი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. 2018 წლის დეკემბრიდან კი მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსის პორტფელს იკავებს.
 
ფოტო: faceebok
 

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...