მთავარისიახლეებიპოლიტიკაანაკლიის პროექტი და 8 პუნქტიანი მოთხოვნა ხელისუფლებას - დაინტერესებული უცხოური საინვესტიციო კომპანიები...

ანაკლიის პროექტი და 8 პუნქტიანი მოთხოვნა ხელისუფლებას – დაინტერესებული უცხოური საინვესტიციო კომპანიები გარანტიებს ითხოვენ

Published on

მოთხოვნების ჩამონათვალი 8 პუნქტად – ანაკლიის პროექტით დაინტერესებული უცხოური საინვესტიციო კომპანიები საქართველოს ხელისუფლებისგან გარანტიებს ითხოვენ.
 
უცხოელმა ბიზნესმენებმა უკვე წამოაყენეს 8 პუნქტიანი პირობა, რომელთა შორის არის, როგორც საავტომობილო ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
 
იმ შემთხვევაში, თუ ეს პუნქტები არ შესრულდა, ინვესტორებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში მონაწილების მიღებაზე შესაძლოა უარი თქვან.
 
ანაკლიის კონსორციუმში კი ამბობენ, რომ ჯერჯერობით ამ პუნქტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასრულებული არ არის. დაინტერესებულ კომპანიებს შორის არიან ისეთი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, როგორიცაა IBRD და OPIC.
 
"მთავრობას ამ ხელშეკრულებით აქვს აღებულ;ი ვალდებულება იმის თაობაზე,რომ რკინიგზასა და გზას მოიყვანს – ეს არის ერთ-ერთი პუნქტი იმ რვა პუნქტში. უბრალოდ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ითხოვენ უფრო მეტ გარანტიებს მთავრობისგან, მეტ ფინანსურ განმარტებას,რომ ეს პროექტი, ცალკეული პროექტი -გზა და რკინიგზა იქნება დროულად შესრულებული.ეს მოლაპარაკება არის ერთადერთი რაც დარჩა, რომ ჩვენ წარმატებით დავხუროთ ეს პროექტი რაც დარჩა და წარმატებით  გადავიდეთ მშენებლობის მეორე ეტაპზე,“-განაცხადა ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

სიახლეები

ტრამპმა ვენესუელის ხელისუფლება ტერორისტულ ძალად გამოაცხადა

დონალდ ტრამპის თქმით, ვენესუელაში "სანქცირებულ ნავთობის ხომალდების" შესვლაზე ბლოკადას აწესებს. მისივე თქმით, ნიკოლას მადუროს რეჟიმი გამოცხადებულია...

ათასობით პოტენციური მკვლელი ქუჩას უბრუნდება – რა მოჰყვება მართვის მოწმობების ამნისტიას

ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი ეხმიანება "ოცნების" ინიციატივას ჩამორთმეული მართვის მოწმობების მასობრივო ამნისტიის შესახებ და წერს,...

ჩამორთმეული მართვის მოწმობების ამნისტიას კობახიძემ “ჰუმანური აქტი” უწოდა

ოლიგარქ ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული მართვის მოწმობების დაბრუნება ჰუმანური აქტია. "ზოგადად, ნებისმიერი...

სოხუმის აკვატორიაში დაკარგული კაცის სამაშველო-სამძებრო სამუშაოები შეწყვიტეს

ე.წ. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარისა და გალის ყოფილი გამგებლის ვაჟა ზარანდიას სამაშველო-სამძებრო სამუშაოები...