მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯერ რუსთავი 2, ახლა ტვ პირველი - ვის სარედაქციო პოლიტიკას...

ჯერ რუსთავი 2, ახლა ტვ პირველი – ვის სარედაქციო პოლიტიკას აკონტროლებს ხელისუფლება და ვისზე არ მიუწვდება ხელი

Published on

წერს TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებული წერილის შინაარსისთან აკავშრებით აცხადებს, რომ , ეს წერილი ,, TV პირველის მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპირდნენ, მოგეხსენებათ, ჩემი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს.
 
მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავნილი "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით…
 
"ტვ პირველის" 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, ვახტანგ წერეთელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ ტვ პირველი მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს არხი და მისი ჟურნალისტები. არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუქტურასა და "ტრენდს", რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია.
 
არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით. ''- წერს ვატო წერეთელი და დასძენს ,, PS.  ეს კინო უკვე ნანახი მაქვს… პირველი სერია გადავიტანეთ ”
 
გახარიას მიერ მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილს აფასებენ მედიაექსპერტებიც.  ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების კონცენტრაციას ახდეს. მედიაექსპერტების თქმით, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმით დაიწყო, "ტელეკომპანია პირველის" წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი კი, ამის ლოგიკური გაგრძელებაა.
 
„ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელმაც პირველად გამოხატულება ჰპოვა მოსამართლე ურთმელიძის დასკვნაში, როდესაც მან პირდაპირ ჩაწერა, თუ როგორი სარედაქციო პოლიტიკა უნდა ჰქონოდა „რუსთავი 2“-ს. იგივე თემას ეხმაურება ეს წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროვა. ეს არის მცდელობა, რომ განსხვავებული აზრისთვის არ იყოს მცდელობა და ერთგვაროვანი სარედაქციო პოლიტიკა იყოს. ეს არის იმის ნიმუში, თუ ვის სარედაქციო პოლიტიკას აკონტროლებს ხელისუფლება და ვისზე არ მიუწვდება ხელი,“- განაცხადა "მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა.

 
სკანდალური წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს სამი პირობის შესრულებას სთხოვდნენ. პირველი – ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღდეგ. მეორე – ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე – ტელეკომპანია "არტარეა," რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში. 

სიახლეები

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...

ნიდერლანდების პარლამენტში საქართველოს საკითხის შესახებ განხილვა მიმდინარეობს

ნიდერლანდების პარლამენტში საგარეო კომიტეტზე საქართველოს საკითხის შესახებ განხილვა მიმდინარეობს - ნიდერლანდელი დეპუტატები უსმენენ სამ...