მთავარისიახლეებისაზოგადოება15,000 ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის...

15,000 ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული

Published on

,,ვერ დავადასტურებ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ხისტად შეწყდება, "თუმცა ამის რისკი, ალბათ, არსებობს" – განაცხადა .6 მარტს  ჯანდაცვის მინისტრმა  დავით სერგეენკომ.  მიზეზად ის  ასახელებს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც პროგრამის მიზნები 2020 წლამდეა გაწერილი. მისივე თქმით, ფარმაცევტულ კომპანიასთან ხელშეკრულება უფრო ხანგრძლივია, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად მეტი ადამიანი ჩაერთვება, რომ 2020 წლისთვის მკაფიო შედეგი იყოს.
 
ევროპული საქართველოს დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციით გამოეხმაურა ამ განცხადებას: 
 
"ძალიან ვუფრთხი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ რაიმე კრიტიკული შენიშვნის საჯაროდ გამოთქმას, რადგან არ მინდა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამა რაიმეთი დაზიანდეს, მაგრამ პროგრამის განხორციელების პროცესში უკვე ისეთი პრობლემის წინაშე დადგა ქვეყანა, რომ ახლა გაჩუმებით უფრო დავაზიანებთ ჩვენს საერთო საქმეს,"- ამბობს ჭიაბერაშვილი.  სერგეენკო იტყუება, როდესაც ამბობს, რომ 125 ათას ადამიანს უკვე უმკურნალეს პროგრამის ფარგლებში და დაახლოებით, 50 000-მდეა დარჩენილი, ვისაც მკურნალობა სჭირდება. 
 
პრესკონფერენციაზე ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას, 2018 წლის 13 დეკემბრით დათარიღებული წერილი წარმოადგინა, სადაც მისივე თქმით, სრულიად განსხვავებულ და გაცილებით ნაკლებ მონაცემზეა საუბარი. კერძოდ, ჭიაბერაშვილის განცხადებით, ამ წერილის მიხედვით, პროგრამის დაწყებიდან 4 წლის თავზე მკურნალობაში ჩაერთო 51 000-ზე მეტი ადამიანი და ის 48 000-ზე მეტმა პირმა დაასრულა.
 
ევროპული საქართველოს ცნობით, 2 წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებული დაახლოებით 150 000 ადამიანია. ელიმინაციის პროგრამის დასახული მიზანია, 2020 წლისთვის მინიმუმ 135 000 ადამიანს (ანუ 90%-ს) ჰქონდეს მკურნალობის კურსი გავლილი. პარტიის ინფორმაციით, ლაგვილავას წერილში წერია, რომ პროგრამის დაწყებიდან 2018 წლის დეკემბრამდე სკრინინგის კომპონენტში 123 000-ზე მეტ პირს დაუდგინდა C ჰეპატიტის სავარაუდო არსებობა. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ რიცხვით მანიპულირებს ჯანდაცვის მინისტრი, თუმცა სინამდვილეში, მისივე თქმით, ამ 123 000-დან განმეორებითი, ე.წ კონფირმაციული კვლევა 75 400-მა პირმა ჩაიტარა, ხოლო მათ შორის დაავადება 64 200 პირს დაუდგინდა – ამ 64 200-დან სრული დიაგნოსტიკური კვლევა ჩაიტარა 52 400-მა პირმა. ამ 52 400-დან მკურნალობაში ჩაერთო 51 000 და მკურნალობა დაასრულა 48 000-მა პირმა".
 
ჭიაბერაშვილი სვამს კითხვას:  თუ 4 წლის განმავლობაში პოტენციურ დაავადებულთაგან მკურნალობა მხოლოდ 40%-მა გაიარა, როგორ მოხერხდება 2020 წლამდე დარჩენილი 70-75 000 პირის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა? 
 
"დღეს ეს უკვე შეუძლებელი ჩანს. მიზეზებზე ჯანდაცვის სამინისტრომ საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს. საგანგაშოა, რომ 15,000 ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული", – ამბობს ჭიაბერაშვილი. 
 

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...