მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა [Video]

Published on

ზუგდიდში, თავისუფლების მეორე შესახვევში ზურაბ პაჭკორიას საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი მეზობლებმა შეამჩნიეს და სახანძრო-სამაშველო სამსახური სწორედ მათ გამოიძახეს, რადგან მეზობლების თქმით, პაჭკორიები ერთი კვირაა არ იმყოფებიან ადგილზე, ისინი საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით სოფელში იყვნენ წასულები. ცეცხლი სახლის ჭერს გაუჩნდა და მთლიანად მოედო ოთახებს. ამ დოისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა დამწვარია 65 კვ. მეტრი ფართობი:"შემოვიდა შეტყობინება და ჯგუფი გავიდა, თუმცა ხანძარი იყო ძლიერი, 132 კვ.მეტრიდან დაიწვა 65 კვ. მეტრი"- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გოჩა მურღულიამ.

 

 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...