მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის განკუთვნილი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ

ანაკლიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის განკუთვნილი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ [Video]

Published on

ანაკლიაში,რეკრეაციულ ზონაში,სადაც 4 სამასწლიანი ჭადრის ხე დგას,მოსახლეობის ნაწილი სახანძრო-სამაშველო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივებმა ტერიტორიაზე არსებული ხეები წითელი ლენტითაც შემოსაზღვრეს. ანაკლიელების ნაწილი აცხადებს,რომ ისინი ამ ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის მშენებლობას აპროტესტებენ,როგორც სოფლის მკვიდრი თემურ ხარლამპიდი აცხადებს,ეს ტერიტორია მისი სახლის გვერდით მდებარეობს.“ეს რეკრეაციული ზონაა,აქ ასწლოვანი ხეები დგას,მთელი ანაკლია ზაფხულობით სიცხეს აქ აფარებს თავს,ისე გრილა.აქ ვაპირებდი ახალგაზრდული მოედნის მშენებლობას,რომელიც ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელზე უნდა გამეკეთებინა,120 მანქანა მიწა შემოვიტანე,მისასვლელი გზაც გავაკეთე და ახლა მეუბნებიან რომ აქ სამაშველო სამსახურის შენობა უნდა აშენდეს,მიწის მეტი რაა,რომ არ გამაწარონ“,- ამბობს ხარლამპიდი. ანაკლიელ ჟანა ცხადაიას თქმით, დღევანდელ აქციაზე გამოვიდა 50-მდე მაცხოვრებელი და ხვალ და ზეგ უფრო მეტნი იქნებიან. „ჩვენ ამას ასე არ დავთმობთ,რაღა ეს ტერიტორია აირჩიეს,ადგილები დაილია,რეკრეაციულ ზონას რომ არ შეხებოდნენ?!“,- თქვა ცხადაიამ. აღნინული სამუშაოები 2 ათას კვ.მ ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანია“დამბამ“ უნდა განახორციელოს,პროექტიც უკვე მზადაა და სამუშაოები დაწყებიდან ცხრა თვეში უნდა დასრულდეს. კომპანიის დირექტორი გიორგი ჯაბიძე,რომელიც ანაკლიაში იმყოფება და სამუშაოების დაწყებას ელოდება აცხადებს,რომ ეს არის სახელმწიფოებრივი პროექტი.“თითო-ოროლა მოსახლე ეწინააღმდეგება,განსაკუთრებით კი მომიჯნავედ მცხოვრები ოჯახები,ჩვენ ყველას აზრს ვითვალისწინებთ,მაგრამ სამუშაოები აქ აუცილებლად უნდა დაიწყოს და დროზე უნდა დასრულდეს.ეს საგანგებო სამსახური მოემსახურება მთელს დასავლეთს და ანაკლიის პორტს.აქ იქნება,სახანძრო,სამაშველო და 112-ის სამსახურები. არა მგონია და ასეა კიდეც ანაკლიელების 99 პროცენტი ამ პროექტს უჭერს მხარს“,-აცხადებს იგი. ანაკლიელების ნაწილი კი ამბობს,რომ ამ სამუშაოების განხორცილებას მხარს არ დაუჭერენ,პირიქით დაიწყებენ პატრულირებას,რომ არ შემოვიდეს ტექნიკა,რომელიც უკვე ადგილზეა. შემოსაზღვრულ ადგილს პოლიციის თანამშრომლები იცავენ.საკრებულოს წევრის დათა შელიას თქმით, მას ანაკლილების წერილი შეაქვს საკრებულოში, მისი თქმით" ანაკლიელები საგანგებო სიტუაციების სამსახრის შენობის მშენებლობას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა თუ ის ამ ტერიტორიაზე აშენდება, ამას არ დაუშვებენ"- აცხადებს "ოდიშინიუსთან" დათა შელია

 

 

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...