მთავარისიახლეებისაზოგადოებაანა წითლიძე საკრებულოს დედოფალ ეკატერინეს სკულპტურის დადგმისა და მისი სახელობის ქუჩის ან...

ანა წითლიძე საკრებულოს დედოფალ ეკატერინეს სკულპტურის დადგმისა და მისი სახელობის ქუჩის ან სკვერის არსებობის ინიციატივით მიმართავს

Published on

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ანა წითლიძის ინიციატივით საკრებულოში წერილი შევიდა. წითლიძე მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს, შესაბამის კომისიებში განიხილონ  ინიციატივა, რომელიც ეხება დედოფალ ეკატერინეს სახელობის ქუჩის, სკვერის ან მოედნის სახელდებას, ასევე  დედოფალ ეკატერინეს სკულპტურის შექმნას. საკრებულოს წევრი მიიჩნევს, რომ ძეგლის კონცეფციისა და დადგმის საკითხში სპეციალისტები უნდა ჩაერთონ და ეს თემა ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
 
"დედოფალ ეკატერინეს უდიდესი როლი მიუძღვის ზუგდიდის როგორც ევროპული ტიპის ქალაქის განვითარებაში როგორც არქიტექტურული ისე კულტურული თვალსაზრისით.  დიდია დედოფალი ეკატერინეს როლი როგორც ქალი ლიდერისა, რომელსაც უმძიმეს პერიოდში მოუწია სამთავრობოს მართვა'- წერია განცხადებაში

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...