მთავარისიახლეებისაზოგადოება„წითელა არ ჩერდება, წელს, პირველი იანვრიდან გვაქვს უკვე 2100-ზე მეტი შემთხვევა და...

„წითელა არ ჩერდება, წელს, პირველი იანვრიდან გვაქვს უკვე 2100-ზე მეტი შემთხვევა და გარდაცვალების ერთი შემთხვევაც დაფიქსირდა

Published on

წითელა არ გაჩერდება, მაგრამ თუ 350 ათას ადამიანს ავცრით, ეს პრობლემა უნდა დავამარცხოთ", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.
 
„წითელა არ ჩერდება, წელს, პირველი იანვრიდან გვაქვს უკვე 2100-ზე მეტი შემთხვევა, როცა შარშან მთელი წლის განმავლობაში გვქონდა იგივე რაოდენობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შარშან წითელას გამო 72 ადამიანი გარდაიცვალა ევროპაში, მათ შორის, 3 საქართველოში. სამი ბავშვიდან არც ერთი იყო აცრილი, რადგან ორს ჯერ არ უწევდა, ერთს კი ჰქონდა ისეთი დაავადება, რომლის დროსაც აცრა არ შეიძლება. წელს საქართველოში წითელას გამო გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟმად აცრები კარგად მიდის, 95 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი დამატებით, მათ გარდა, ვისაც 1 და 5 წლის ასაკში ეკუთვნის გეგმიურად აცრა. აცრილები თავს დაიცავენ, მაგრამ წითელა არ გაჩერდება. იცით, რომ ყველაფერი იქნა მობილიზებული: თურქეთმაც გაგვიწია დროებითი დახმარება 100 ათასი ვაქცინით, 30 000-ით სომხეთმა, ჩვენ 95 000 შევიძინეთ. იმდენი ვაქცინაა, თუ წელს 350 000 ადამიანს ავცრით, წითელას არათუ გავაჩერებთ, მისი პრობლემაც კი მოიხსნება", – განაცხადა იმნაძემ.
 
ამას გარდა, მან კომენტარი გრიპზეც გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ გრიპის შემთხვევებმა დეკემბრის თვესთან შედარებით 2.5-ჯერ დაიკლო და ამჯამად 100 ათას მოსახლეზე 100-130 შემთხვევაა.

სიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...

“რა საფრთხეებს შეიცავს “ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე” – საიას კვლევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული მორიგი უკანონო და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო...

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თსუ-დან გაათავისუფლეს

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. "თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა...