მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრება: ,, პრეზიდენტის სკამი...

„ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრება: ,, პრეზიდენტის სკამი მან მოპარული არჩევნების შედეგად არალეგიტიმურად დაიკავა“

Published on

სალომე ზურაბიშვილი  ხვალ პარლამენტში მივა. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ისაუბრებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესოა.
 
ახალი რეგლამენტით სალომე ზურაბიშვილს კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოუწევს.
 
პრეზიდენტის ანგარიშის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც საპარლამენტო უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. ამის შემდეგ დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების სიტყვით გამოსვლა.
 
„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრება.
 
თინა ბოკუჩავს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
 
„არ ვაპირებთ ხვალინდელ განხილვაზე დასწრებას. სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო სკამი უყიდა. როგორც 90-იან წლებში ყიდულობდნენ ცუდი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში სკამებს. არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას იმ განხილვაში, სადაც არალეგიტიმური ე.წ. პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას. არ მგონია, ხუთი წლის მანძილზე ეს ნაყიდი პოსტი შეინარჩუნოს, მათ შორის იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებთ. სწორედ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწევს, დატოვოს პრეზიდენტის სკამი, რომელიც მოპარული არჩევნების შედეგად არალეგიტიმურად დაიკავა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...