მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ხაზარაძე: ,,ეტყობა ვიღაცამ რაღაცა გადაწყვიტა, ვიღაცას არ მოვეწონეთ და ხდება...

მამუკა ხაზარაძე: ,,ეტყობა ვიღაცამ რაღაცა გადაწყვიტა, ვიღაცას არ მოვეწონეთ და ხდება ეს ყველაფერი, რაც ხდება”

Published on

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის სხდომაზე საუბრობს იმ დეტალებზე, რომლებიც წინ უძღოდა ეროვნული ბანკის მოთხოვნას, მასა და ბადრი ჯაფარიძეს დაეტოვებინათ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თავიანთი თანამდებობები 
 
ეტყობა ვიღაცამ რაღაცა გადაწყვიტა, ვიღაცას არ მოვეწონეთ და ეს ყველაფერი ხდება, რაც ხდება, – ასე უპასუხა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ოთარ კახიძის კითხვას, თუ ვინ შეიძლება იდგეს „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ ოკრესტირებული შეტევის უკან.
 
მამუკა ხაზარაძის თქმით, მისთვის გაუგებარია ის მიზეზები, თუ რას ემსახურება ბანკის წინააღმდეგ დაწყებული პროცესები.
 
„ვინ დგას – მე გითხარით. ვინ დგას ამის უკან და მე მგონი, უკვე ყველა დგას ამ ამბების უკან. ერთადერთი, რას ემსახურება და რატომ, ეს მე არ ვიცი. რა არის ამის მიზეზი, სიმართლე გითხრათ, დღესაც ვერ გავიგე. შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ჩვენ პოლიტიკური ამბიციები გვაქვს, ვიღაცას ეგონოს, რომ ჩვენ ვიღაცაზე შეკრულებივართ. თქვენ მაინც იცით, რომ პირველად ვარ მე პარლამენტარების წინაშე. არავისთან – თქვენთან კონტაქტი არ მქონია არა იმის გამო, რომ მერიდება. უბრალოდ, ჩვენი საქმე გვაქვს ბევრი და არასდროს პოლიტიკურ პროცესებში ჩარეული არ ვარ.ეტყობა ვიღაცამ რაღაცა გადაწყვიტა, ვიღაცას არ მოვეწონეთ და ეს ყველაფერი ხდება, რაც ხდება,“ – განაცხადა ხაზარაძემ 
.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...