მთავარისიახლეებიპოლიტიკამეუფე პეტრე მიესალმება მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას და აცხადებს , რომ...

მეუფე პეტრე მიესალმება მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას და აცხადებს , რომ საპატრიარქოს ამ თემაზე უფრო ადრე უნდა ემსჯელა: “ე.წ. ციანიდის საქმეში მართლმსაჯულება არ აღსრულდა”

Published on

ჭყონდიდის მიტროპოლიტი იმედოვნებს, რომ მამა გიორგი მამალაძის საკითხს წმინდა სინოდი უახლოეს დღეებში განიხილავს.
 
მეუფე პეტრე მიესალმება  მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას და აცხადებს , რომ საპატრიარქოს ამ თემაზე უფრო ადრე უნდა ემსჯელა.
იგი მიიჩნევს, რომ წარდგენილ ბრალში პატიმარი დეკანოზი მამალაძე უდანაშულოა და  აკრიტიკებს პროკურატურასა და სასამართლოს. 
"ე.წ. ციანიდის საქმეში მართლმსაჯულება არ აღსრულდა" – ამის შესახებ  მეუფე პეტრემ განაცხადა.კურიერთან საუბრისას
 
„რაც შეეხება პროკურატურას და გამოძიებას, ის, რომ მამაოს საქმეში მართლმსაჯულება არ აღსრულებულა, ერთმნიშვნელოვნად ამას მე, პირადად, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. 
 
გავიხსენებდი ვაჟკაცი, პატიოსანი, კავკასიელი ადამიანის მაჩალიკაშვილის დამოკიდებულებას –  როდესაც მისი შვილის მკვლელობაზე ჰკითხეს, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლებაო, ეს საქმეო…
 
მე დიდი იმედი მქონდა, როდესაც მთავარი პროკურორი გადადგა, რომელსაც ასევე პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ საქმეში, რომ მაღალ სასულიერო იერარქად ქალბატონს მისახელებდა და პასუხი არ გაუცია, ისე წავიდა, შემდეგ ახალმა მთავრმა პროკურორმა თქვა, რომ აი, ჩვენი გამოწვევა არის ნდობის აღდგენა, იგივე ჰქონდა სასამართლოს დამოკიდებულება. ციანიდის საქმეში შეიძლებოდა, როგორც ერთს, ისე მეორე ინსტიტუციას აღედგინა ნდობა, მაგრამ დღემდე ვხედავთ, რომ ამ კუთხით არ დაძრულა. მივანდოთ უფალს, მაგრამ მთავარია, რომ წმინდა სინოდმა განიხილოს და ვიცოდეთ ამ ადამიანის მიმართ, რომ ის ამ საქმეში, კონკრეტულ ბრალში არის აბსოლუტურად უდანაშაულო," – განაცხადა მეუფე პეტრემ. 
 
ამასთან მეუფე პეტრე ამბობს, რომ დეკანოზი მამალაძე სინანულს განიცდის და მისთვის, როგორც სინოდის წევრისთვის, ეს სინანული მისაღებია. 
 
„ვინც შევიდა, თვალებში ჩახედა და მისგან მოისმინა და არსებული შეკითხვები დაუსვა და პასუხი მიიღო, შეუძლებელია, ვის გავიხსენებთ, გარდა რაღაც სამარცხვინო ზონდერული დამოკიდებულებისა სასულიერო პირთაგან, რომლებიც ჭორებს და ცილისწამებებს ავრცელებდნენ. თვითონაც ძალიან ნანობს, თუნდაც, იმ დამოკიდებულებას, იმ მდგომარეობას, რაც გასაჯაროვდა დაჩეხილი, ამოჭრილი და დამონტაჟებული ჩანაწერებით, რომელიც არასრულყოფილი იყო. სინანულს გამოხატავს, რომ ასე ადვილად წამოეგო ამ აგენტ-პროვოკატორის პროვოკაციას და ასე დარტყმის ქვეშ, ასეთ უხერხულობაში ჩააგდო მთელი ეკლესია და საზოგადოება. თავიდანვე ჰქონდა გამოხატული და ჩემთვის, როგორც სინოდის წევრისთვის, მისაღებია ეს სინანული მისგან,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ..

 
ამროგად,  წმინდა სინოდი პატიმარი დეკანოზის შეწყალების შესახებ რეკომენდაციას, სავარაუდოდ, უახლოეს სხდომაზე მიიღებს, მაგრამ შეკრების თარიღი უცნობია.
 
მამა გიორგი მამალაძის ოჯახსა და საპატრიარქოს შორის შეთანხმებაზე საუბარი არ სურთ არც მამალაძის ძმას და არც ადვოკატებს
 
გახდა თუ არა დეკანოზის სკანდალური წერილი ეკლესიის პოზიციის შეცვლის მიზეზი, სინოდის წევრები ხმამაღლა არ საუბრობენ. 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...