მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო ლომჯარია: ეუთოს დასკვნები ძალიან მნიშვნელოვნად აზარალებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის შეფასებას

ნინო ლომჯარია: ეუთოს დასკვნები ძალიან მნიშვნელოვნად აზარალებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის შეფასებას

Published on

 
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები საუბრობენ ისეთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები – ასე გამოეხმაურა  საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეუთო-ს ანგარიშს , რომელიც  საკმაოდ კრიტიკული აღმოჩნდა იყო და, მისი შეფასებით, მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის იმიჯს. 
 
"არ მქონდა შესაძლებლობა, რომ სრულად გავცნობოდი ამ ანგარიშს, თუმცა ძირითად დასკვნებს გავეცანი რაც მედიასაშუალებით გავრცელდა. რაც საყურადღებოა ის, რომ ძალიან კრიტიკული შეფასებები იყო. სამწუხაროა, რომ ეს რეკომენდაციები რაც გვეგონა, რომ წლების წინ კეთდებოდა და თითქოს გარკევეული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ უნდა ყოფილიყო აქტუალური ქართული არჩევნებისთვის, სამწუხაროდ, კვლავ დაბრუნდა ამ ანგარიშში. სამწუხაროა, რომ კვლავ საუბრობენ საერთაშორისო დამკვირვებლები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის სავარუდო მოსყიდვის შემთხვევები და ხელისუფლების ასე ვთქვათ რესურსის მონაწილეობა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ. ასეთი დასკვნები ძალიან მნიშვნელოვნად აზარალებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის შეფასებას და ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა გაითვალისწინოს ეს საკითხები ხელისუფლებამ სამომავლო არჩევნების განმავლობაში",- განაცხადა ლომჯარიამ.
 
ნინო ლომჯარიას განცხადებით, მარტში ომბუდსმენის აპარატი პარლამენტში 2018 წლის ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ისაუბრებს.
 
„რაც შეეხება სახალხო დამცველის პოზიციას, ჩვენ ძალიან მალე გვექნება 2018 წლის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი წარდგენილი პარლამენტისთვის მარტის თვეში, სადაც ძალიან ვრცლად და დეტალურად შევეხებით არჩევნების მიმდინარეობას და ასევე შევაფასებთ ყველა იმ აქტუალურ საკითხს, რაც ჩვენი აზრით იყო პრობლემატური არჩევნების მიმდინარეობისას",-განაცხადა ლომჯარიამ.

სიახლეები

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება | სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რომ სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება, ცივილიზებული სამყარო პასუხს ელოდება, -...

ქართველ ხალხზე ისეთი წარმოდგენა არ მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე “დიფ სთეითის” პოლიტიკაზე უარის თქმა” – სუბარი

ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელი სოზარ სუბარი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას...

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – დაღუპულია ერთი და დაშავებულია 60-მდე ადამიანი

რუსი აგრესორების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა, მათ შორის...

“რაიმე ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?!” -პაპუაშვილი

"ეს რაიმე ღვთიური მანანა არის უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ბოდიში...