მთავარისიახლეებისაზოგადოება"გამოძიება მიმდინარეობს გრიფით საიდუმლო"- ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატი

“გამოძიება მიმდინარეობს გრიფით საიდუმლო”- ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატი

Published on

თიბისი ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი პროკურატურას პასუხობს:
 
"მე, როგორც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, პროკურატურის 28 თებერვლის განცხადების პასუხად, იმის მიუხედავად რომ ახალი არაფერი თქმულა, მინდა ყურადღება კვლავ გავამახვილო შემდეგ საკითხებზე: 
 
1. პროკურატურა საქმეს იძიებს "ფულის გათეთრების” მუხლით. რაც მეტ კომენტარს აკეთებს ამ საქმეზე საგამოძიებო ორგანო, მით უფრო ნათელი ხდება, რომ არავითარ ფულის გათეთრებასთან საქმე არ გვაქვს და ბუნებაში ვერ გვექნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველა ოპერაცია ლეგალურია, შესრულებულია საბანკო გადარიცხვის გზით და არაერთხელ შემოწმდა რეგულატორის მიერ. არ არსებობს ,,შავი ფული”, რომელიც ვინმემ ,,გაათეთრა”. უფრო მეტიც, თვით ეროვნული ბანკიც ბოლო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოსცა სანქციები, არსად ახსენებს ფულის გათეთრებას. 
 
2.გამოძიება მიმდინარეობს გრიფით საიდუმლო. საქმეზე არავინაა ბრალდებული. ამ დროს პროკურატურა დრო და დრო აკეთებს განცხადებას მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, აქვეყნებს მათი მოწმედ დაკითხვის ჩვენებებიდან ამოგლეჯილ ფრაზებს. მაშინ, როცა მათ როგორც მოწმეებს, მოქმედი კანონმდებლობით არათუ საქმის მასალების ნახვის, საკუთარი ჩვენების ასლის მიღების უფლებაც არ აქვთ. 
 
3. პროკურატურა ბრიფინგებს აწყობს იმ მოტივით, რომ აკმაყოფილებს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, ამასთან არ ხსნის საქმეს საიდუმლო გრიფს და არ იძლევა საშუალებას საზოგადოებას სრულად მიიღოს ინფორმაცია. 
 
რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიების და ამ ბრიფინგების მიზანი არა საქმეში სამართლებრივი სიცხადის შეტანა, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის რეპუტაციული ზიანის მიყენება. ამასთან მათ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვთ და არ გააჩნიათ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არავითარი ბერკეტი პროკურატურისთვის სამართლებრივი პასუხის გასაცემად. 
 
4. ყოველივე ზემოაღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს არა გამჭირვალე და ობიექტურ გამოძიებასთან, რომლის მიზანი სიმართლის დადგენაა, არამედ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართულ კამპანიასთან",- ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...