მთავარისიახლეებისაზოგადოებანათია ფანჯიკიძე: „დოქტორ ლევის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინამ ირაკლის სასიკვდილოდ გადადებული ახალზელანდიელი...

ნათია ფანჯიკიძე: „დოქტორ ლევის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინამ ირაკლის სასიკვდილოდ გადადებული ახალზელანდიელი მეგობარი სრულად განკურნა“

Published on

„ირაკლის სასიკვდილოდ გადადებული ახალზელანდიელი მეგობარი სრულად განიკურნა“ –  წერს  ნათია ფანჯიკიძე კიბოს ექსპერიმენტულ ვაქცინაზე, რომლის შესახებაც რამდენიმე ხნის წინ, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ სიუჟეტი გავიდა.
 
საუბარია წამალზე,  რომელმაც შესაძლოა, კიბო განკურნოს. პრეპარატს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, რონალდ ლევი ცდის. მისი თქმით, თუ მეთოდი ადამიანებზეც გაამართლებს, ყველაფერი უფრო გაადვილდება და შეიქმნება უნივერსალური ვაქცინა, რომელსაც ნებისმიერი ტიპის სიმსივნის მქონე პაციენტს გაუკეთებენ.
 
 ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს მისი მეუღლის  ირაკლი ალასანიას მეგობრის შესახებ, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა დოქტორ ლევის ეს წამალი და სრულად განიკურნა ამ დაავადებისაგან. 
 
„ვვარაუდობ, რომ უკვე ერთ წელიწადში საბოლოო დასკვნა დაიდება და საყოველთაოდ დაინერგება დოქტორ ლევის მეთოდი. ირაკლის ახალზელანდიელი მეგობარი, სასიკვდილოდ გადადებული ახალგაზრდა კაცი სრულად განიკურნა ამ ექსპერიმენტულ მკურნალობაში მოხალისედ ჩაბმის შემდეგ. თანაც მას ჩაუტარდა პირველი, ინდივიდუალური დნმ მეთოდი მასაჩუსეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ისინი იმ ინდივიდუალური დნმ წამლის შემუშავებაზე მუშაობენ ბოსტონში), დნმ-ის “სპელჩეკი” და ორგანიზმში აგენტად შეშვება. ეს “საყველთაო” წამალი თუ გაამართლებს, კიდევ უფრო იოლი და იაფი იქნება დაავადების დამარცხება'' – ამბობ ნათია ფანჯიკიძე
 
 

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...