მთავარისიახლეებისაზოგადოება„გაუგებარია, ნიკა ანთიძემ მშენებლობის აკრძალვის დოკუმენტსაც მოაწერა ხელი და ნებართვისასაც?“- მაია კალანდია...

„გაუგებარია, ნიკა ანთიძემ მშენებლობის აკრძალვის დოკუმენტსაც მოაწერა ხელი და ნებართვისასაც?“- მაია კალანდია ზუგდიდში სასტუმროს მშენებლობაზე

Published on

ზუგდიდის სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე კომპანია m2-ის მიერ სასტუმროს მშენებლობის თემას გამოეხმაურა ყოფილი საჯარო მოხელე მაია კალანდია: „კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ჯერ კიდევ წლების წინ  (2005-2010 წწ) აკრძალა მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე სახის ნაგებობის დადგმა არა  250 მეტრში, არამედ ახლომახლო,  რადგანაც აქ არის გათვლილი ის საშიშროება, რომელიც შეიძლება ეროვნული მნიშვნელობის ძეგლს შეექმნას  მშენებლობის დროს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და დეპარტამენტის 2 დასკვნა არსებობს,  ორივეს ხელს აწერს დღევანდელი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარე ნიკა ანთიძე, სადაც აიკრძალა ყოველგვარი ნაგებობის დადგმა იქ, რადგან ეს არის ადრეფეოდალური და გვიანფეოდალური პერიოდის ძეგლი, რომლის ანალოგიც  საქართველოში  მოგვეპოვება. მაშინ მეც ვიყავი კომისიაში და ინვესტორი  50 მილიონის ინვესტიციას ახორციელებდა , 10 დღის განმავლობაში მუშაობდა კომისია. დადიანის სასახლის მნიშვნელობისა და ვიზუალის გამო ამ ტერიტორიაზე ყველანაირი სახის მშენებლობა არის აკრძალული“- განაცხადა „ოდიშის“  პირდაპირ ეთერში  ყოფილმა საჯარო მოხელე მაია კალანდიამ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს  განათლებისა და კულტურის გამყოფილებას ხელმძღვანელობდა.
მისთვის გაუგებარია ნიკა ანთიძის ურთიერთსაწინააღმდეგო  პოზიცია,რადგან წლების წინ კალანდიას თქმით, მან ხელის მოაწერა დოკუმენტს მშენებლობის აკრძალვის შესახებ, ხოლო დღეს ეს დასაშვებად მიიჩნია და ხელი მოაწერა ნებართვის დოკუმენტს. მაია კალანდიასთვის ასევე მიუღებელია ზუგდიდის მერიის არიტექტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ინვესტორი 25 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს, რაცხელს შეუწყობს  რეკრეაციული ზონის გაშლას.  ნიკა ანთიძე, რომელზეც გადაცემაში მაია კალანდიამ ისაუბრა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელია. ხოლო 2004-2009 წწ.  იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, მონიტორინგისა და პრევენციული კონსერვაციის სამმართველოს უფროსი; 2002-2004 წწ.  საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი. 
 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...