მთავარისიახლეებიპოლიტიკა„თიბისი ბანკის“ საქმეზე ჩანიშნული კომიტეტის სხდომა ჩაიშალა.,, ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის...

„თიბისი ბანკის“ საქმეზე ჩანიშნული კომიტეტის სხდომა ჩაიშალა.,, ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, ჩვენი ბანკიდან წასვლა იყო იძულებითი ნაბიჯი“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ თავის კომენტარებში

Published on

 

„თიბისი ბანკის“ საქმეზე ჩანიშნული კომიტეტის სხდომა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, ფაქტობრივად ჩაიშალა. 
 
, როგორც რომან კაკულიამ განმარტა, ის იზიარებს პოზიციას, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის სჯაროდ განხილვა შესაძლოა, დამაზიანებელი იყოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არის საკითხები, რაზეც საჯაროდ განხილვა მიზანშეწონილი არ იქნება.
 
საპარლამენტო უმცირესობის შეთავაზება კი იყო, რომ სხდომაზე დეპუტატების ყველა კითხვა დასმულიყო საჯაროდ, ეროვნულ ბანკს საჯაროდ ეპასუხა იმ შეკითხვებისთვის, რასაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ, ხოლო იმ საკითხებზე, რასაც ღია ფორმატში ვერ ისაუბრებდა – სხდომის დახურვის შემდეგ გაეცა პასუხი
 
.პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ხანგრძლივი და ხმამაღალი დისკუსიის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. 
 
 
კომიტეტზე სიტყვით მხოლოდ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გამოვიდა, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი განცხადებების გაკეთების საშუალება არ მიეცათ.
 
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის არ ეთანხმება სებ-ის პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ ღია სხდომა ზიანის მომტანი იქნება პროცესებისთვის.
 
მისივე თქმით, „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს:
 
„ჩვენ დღეს ვიყავით მოწვეული პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე, მოწვევა მივიღეთ როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის მხრიდან, ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი მოწვევა, მოვერიდებოდით მოსვლას, რადგან ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არა პოლიტიკოსები და პოლიტიკური ქულების ჩასაწერად არანაირი ტრიბუნა არ გვჭირდება, მოვედით იმიტომ, რომ გვეთქვა სიმართლე, სამწუხაროდ ხდება ძალიან ურცხვი ტირაჟირება და შემოტევა, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ რომ ერთადერთი ადგილი, შეიძლება ყოფილიყო პარლამენტი, სადაც საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს მივცემდით ობიექტურ ინფორმაციას.
 
არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლება მიყენებოდა პროცესებს თუ ღია სხდომა იქნებოდა, საქმე ეხება ქვეყნის რეპუტაციას და არ ეხება მამუკა ხაზარაძეს. სამწუხაროა, რომ უკვე ისმის, რომ საქართველო მიდის ცუდი მიმართულებით. დღეს ჩვენ განმარტება უნდა გაგვეკეთებინა, ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, ჩვენი ბანკიდან წასვლა იყო იძულებითი ნაბიჯი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 
 
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...