მთავარისიახლეებისამართალიდღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულთა საჩივრები...

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულთა საჩივრები განიხილება

Published on

გუშინ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული  მირზა სუბელიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
 
საბოლოოდ მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და მირზა სუბელიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
 
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამავე საქმესთან დაკავშირებით  არასრულწლოვნების, გ.ჯ.-სა და გ.ბ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი აიმართება.
 
სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული, რომელიც მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას დაკითხვით გაგრძელდება. აღნიშნული მოწმე გასულ სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკითხა, დღეს კი, კალანდიას კითხვებს დაცვის მხარე დაუსვამს.
 
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ გ.ბ. სცნო, დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის კი, გ.ჯ.
 
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში ორივე მხარემ გაასაჩივრა

სიახლეები

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახურეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე ზის. თბილისის...

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები – დაკავებულია 12 პირი-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და...

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

მოჯთაფა ხამენეი კომაშია – ირანის ახალ სულიერ ლიდერს ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ, -...