მთავარისიახლეებისაზოგადოებათენგიზ ქობალიას მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა გუბერნიის შენობასთან დასრულდა

თენგიზ ქობალიას მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა გუბერნიის შენობასთან დასრულდა [Video]

Published on

ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის თენგიზ ქობალიას მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფმა, ხვალინდელ სასამართლოს არსებით განხილვასთან დაკავშირებით  მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა გამართა, მათი ერთადერთი მოთხოვნაა თენგიზ ქობალიას პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი ხატია ჯანაშია აცხადებს, რომ აქციები გაიმართება მანამ, სანამ მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული.
აქციის მონაწილეებმა  ავტომანქანებით მსვლელობა ყოფილი ავტოსადგურის შენობიდან დაიწყეს და სამხარეო ადმინისტრაციასთან დაასრულეს. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები თენგიზ ქობალიას ფოტოთი და წარწერებით  „თავისუფლება თენგოს“ . აქციას დაკავებულის მეგობრებისა და მხარდამჭერების გარდა ოჯახის წევრები და ნათესავებიც ესწრებოდნენ.
 
 

სიახლეები

საბერძნეთში ქართველი კაცი პარტნიორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

სალონიკში 44 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელსაც პარტნიორის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ბერძნული მედიის ცნობით,...

“ ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს” – მზია ამაღლობელის სიტყვა

ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს" - ამის შესახებ ევროპარლამენტში წერილი...

საკონსტიტუციოში წარვადგინეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება პარტიების აკრძალვაზე-საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება...

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, კლინიკაში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.ავტომობილი...