მთავარისიახლეებიკულტურაოსკარი 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია

ოსკარი 2019-ის გამარჯვებულები ცნობილია

Published on

ოსკარების 91-ე დაჯილდოვების გრანდიოზული ცერემონია დასრულდა. ყველაზე პრესტიჟული კინო პრემიის ფავორიტი პიტერ ფარელის ფილმი "მწვანე წიგნი" გახდა.
 
ოსკარის ქანდაკება მას საუკეთესო ფილმისთვის, ასევე საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის ერგო.
 
 
 
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ტიტულის მფლობელი რემი მალეკი გახდა "ბოჰემურ რაფსოდიაში" შესრულებული როლისთვის.
 
 
საუკეთესო მსახიობ ქალად კი, კინოაკადემიამ ოლივია კოულმანი დაასახელა, ფილმისთვის "ფავორიტი".
 
 
2019 წლის საუკეთესო რეჟისორი ალფონსო კუარონია. მის ფილმს "რომა" პრესტიჟული ჯილდო ასევე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში გადაეცა.
 
წლის საუკეთესო მეორეხარისხოვან როლის შემსრულებლები რეჯინა კინგი და მაჰერ-შალა ალი არიან.
 
საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის ოქროს ქანდაკება ლედი გაგამ დაიმსახურა. თავისი პირველი ოსკარის მიღებისას პოპვარსკვლავმა ცრემლებიც ვერ შეიკავა.
 
 
დოლბის თეატრში ცერემონია ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ოსკარის ისტორიაში კი მეორედ წამყვანის გარეშე წარიმართა.

სიახლეები

მოჯთაფა ხამენეი კომაშია – ირანის ახალ სულიერ ლიდერს ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ, -...

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...