მთავარისიახლეებისამართალიმოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

Published on

მოსამართლე ნუნუ ნესმიწვერიძემ გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა.
 
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დავით კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ის 15 000 მოქალაქისა და პარლამენტის 27 წევრის პირადი თავდებობით მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას ითხოვდა. 

 
მანამდე სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეწყვეტის საფუძვლები განმარტა. მისი განცხადებით, ბრალდების მხრიდან სახეზე იყო მხოლოდ მიმალვის საფრთხის ალბათობა.
 
"მოქალაქეებმა მოგვმართეს და ხელმოწერები წარმოვადგინეთ, ისინი თავდებში უდგებიან, რომ არ მიიმალება პროცესის დასრულებამდე. კირკიტაძე მართლმსაჯულებას ხელს არ შეუშლის. გარდა ამისა, პარლამენტის 30 მდე დეპუტატმა გამოთქვა მზაობა და პასუხისმგებლობას იღებენ, რომ არ დაიმალება კირკიტაძე"-განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
 
 
გიორგი ბოტკოველის თქმით, არანაირი საფუძველი არ არსებობს დავით კირკიტაძის პატიმრობაში ყოფნისა, რადგან ის არასდროს გამოძიებას არ დამალვია და მზად არის გირაოთი გარეთ ყოფნით ითანამშრომლოს გამოძიებასთან,.

 
"თუ მეტი გარანტიისთვის არის სხვა საჭიროებაც, მზად ვართ ამისთვის. რა განსხვავებაა მუსაევსა და კირკიტაძეს შორის, რომლებიც მხოლოდ გვარით განსხვავდებიან, და მათ ერთი ბრალი აქვთ წარდგენილი. სარჩელს ვამზადებთ ევროპულ სასამართლოში მეხუთე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით"- განაცხადა კონდახაშვილმა.
 
სასამართლო პროცესზე სიტყვის თქმის საშუალება მიეცა ბრალდებულ დავით კირკიტაძესაც.
 
"ამ საქმეს განიხილავს უვადო მოსამართლე. დღეს თქვენი გადაწყვეტილება იქნება ტესტი რამდენად უზრუნველყოფს უვადოდ დანიშვნა მოსამართლეების დამოუკიდებლობას. ვნახავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექნება თუ არა მორალური უფლება დანიშნოს მოსამართლეები უვადოდ. მადლობა თვითეულ მოქალაქეს, არ ვაპირებ მათი ნდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამტკიცო ბრალის აბსურდულობა."- განმარტა დავით კირკიტაძემ.
 
სასამართლომ ტესტირება ვერ გაიარა. 

სიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...

“რა საფრთხეებს შეიცავს “ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე” – საიას კვლევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული მორიგი უკანონო და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო...

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თსუ-დან გაათავისუფლეს

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. "თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა...