მთავარისიახლეებიპოლიტიკაგედევან ფოფხაძემ ქართული ოცნება დატოვა - ,,როდესაც გეუბნებიან, რომ ხმამაღლა ვერ...

გედევან ფოფხაძემ ქართული ოცნება დატოვა – ,,როდესაც გეუბნებიან, რომ ხმამაღლა ვერ ილაპარაკებ იმას, რასაც ფიქრობ, უნდა წახვიდე”

Published on

გედევან ფოფხაძემ ქართული ოცნება დატოვა. დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა თქვა, რომ ქართულ ოცნებაში იწურებოდა მისი რესურსი, ზეგავლენა მოეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. 
 
"მე აქამდეც მქონდა იმის განცდა, რომ იწურებოდა ჩემი რესურსი, ზეგავლენა მომეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ახლა ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. უფრო უნდა დასმულიყო კითხვა, რატომ ვრჩები ქართულ ოცნებაში, ვიდრე კითხვა, რატომ წამოვედი ქართული ოცნებიდან.
 
არის ორი საკითხის თანხვედრა, რომლის პირობებშიც იქ იყო, სადაც ხარ, არის შეუძლებელი.თუ არსებითად, იდეოლოგიურ და ღირებულებების დონეზე, საკითხების გაზიარების კუთხით შორდები იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ხარ. 
 
მეორეა, რომ გქონდეს განსხვავებული ხედვები, მაგრამ გქონდეს განსხვავებული ხედვების გამოხატვის საშუალება. 
 
პირველი მე შეიძლებოდა დამეძლია, დავაფიქსირებდი ჩემს აზრს და მექნებოდა საშუალება ვყოფილიყავი გულწრფელები და ბოლომდე მომეხადა ვალი იმ ადამიანების წინაშე, ვისთანაც მაქვს ვალი. 
 
მაგრამ, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ ხმამაღლა ვერ ილაპარაკებ იმას, რასაც ფიქრობ, უნდა წახვიდე", – თქვა გედევან ფოფხაძემ. 
 
 

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...