მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპატრიარქო: ,,მუცლად ყოფი ჩანასახი არის ყველაზე უსუსური და დაუცველი ადამიანი, რომელიც...

საპატრიარქო: ,,მუცლად ყოფი ჩანასახი არის ყველაზე უსუსური და დაუცველი ადამიანი, რომელიც უდიდესი ძალადობის, პირდაპირ სიკვდილის განაჩენის ქვეშაა”

Published on

საპატრიარქო ითხოვს, მუცლად მყოფი ჩანასახს სამართლებრივი სტატუსი მიენიჭოს. 
 
ამის შესახებ დღეს იმსჯელეს. 
 
„ჩვენი შეხვედრის მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ბავშვის სტატუსი განისაზღვროს, რომ ის წარმოჩნდეს და მისი სტატუსი განისაზღვროს, როგორც ჩანასახში არსებული პიროვნების. ასე არის ქრისტიანულადაც, ასე არის საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ კონსტატირებული და ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ. თანამედროვე მსოფლიო ამ მიმართულებით მიდის", – თქვა მამა გიორგი ფირცხელანმა რუსთავი 2-თან. 
 
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, კანონით მუცლად მყოფი ჩანასახი ზუსტად იგივე უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორითაც ჩვეულებრივი მოქალაქე.
 
„მნიშვნელოვანი არის ჩანასახის სტატუსის განსაზღვრა. ჩვენი კანონმდებლობა აღიარებს მემკვიდრეობით უფლებას, ეს არის ასახვა მისი სხვა დანარჩენი უფლებებისაც კანონში და ამიტომ შეიძლება ამ თემის უფრო მეტად განვრცობა საკანონმდებლო სფეროში, რომ სრული უფლებები, რითიც ვსარგებლობთ ჩვენ, გვქონდეს ჩანასახზეც. თუ კარგად გავაანალიზებთ, დავდგებით სურათის წინაშე – ყველაზე უფრო უსუსური და დაუცველი ადამიანი არის, უდიდესი ძალადობის ქვეშ, პირდაპირ სიკვდილის განაჩენის ქვეშ", – თქვა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...