მთავარისიახლეებისამართალიდეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამით...

დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამით მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – აცხადებს ადოკატი მიხეილ რამიშვილი

Published on

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ, – ინფორმაციას ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ავრცელებს.
 
მისივე თქმით, ექიმები ამ დროისთვის დეკანოზის სრულყოფილ დიაგნოზს ვერ ადგენენ.
 
„სრულყოფილი დიაგნოზი ჯერ არ გააჩნიათ. ექიმები ვერ ადგენენ დიაგნოზს, ჯერ ექსპერტიზის დასკვნა არ არის, ხოლო პირადი ექიმი ამბობს, რომ დეკანოზის საპატიმროში ყოფნა დაუშვებელია, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
 
მას ეს ყველაფერი მოუწყეს და ახლა მიჰყავთ ისევ საპატიმროს საავადმყოფოში. სამედიცინო კლინიკებში ვერ დაადგინეს ბოლომდე დიაგნოზი და ახლა ციხის საავადმყოფოში რა უნდა დაადგინონ? დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება!
 
ხალხო, გადავარჩინოთ მამა გიორგის სიცოცხლე“, – აცხადებსმიხეილ  რამიშვილი

სიახლეები

აღმოვაჩინეთ კუსტარული ნარკოლაბორატორია – ამოღებულია 28 კგ-მდე მეთადონი-შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და 28 კგ-მდე...

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 13 თებერვალს,...

უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ

ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...

ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა

ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა...