მთავარისიახლეებისამართალი,,სოსო ჯაჭვლიანმა მკლავჭიდელთა დარბაზი გაქურდა. ეს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს'' - აცხადებს მკლავჭიდელთა...

,,სოსო ჯაჭვლიანმა მკლავჭიდელთა დარბაზი გაქურდა. ეს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს” – აცხადებს მკლავჭიდელთა ფედერაციის პრეზიდენტი

Published on

უნივერსიტეტის ქუჩაზე მკლავჭიდელთა დარბაზი გაქურდეს. წაღებულია ელექტროტექნიკა და ყველა ინვენტარი, რომლითაც სპორტსმენები ვარჯიშობენ. ფედერაციის პრეზიდენტი ერეკლე გურჩიანი  ამბობს, რომ სავარჯიშო დარბაზიდან ნივთები სოსო ჯაჭვლიანმა წაიღო და ეს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. 
 
"გავიგე, რომ თურმე სოსო ჯაჭვლიანის ხელი ურევია ამაში. ასე მოსულა და წაუღია ჩემი სპორტული დარბაზიდან ინვენტარი. გაუტეხიათ კარები და წაიღო" -ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი და დასძენს, რომ  მასსა და ჯაჭვლიანს შორის დაპირისპირება წლებია გრძელდება. გურჩიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ჯაჭვლიანი პოლიტიკაში მოვიდა, მან გურჩიანს არაერთი პრობლემა შეუქმნა.
 
„არენა 1”-ის კოპლექსში, სადაც   სადაც  მკლავჭიდის ფედერაცია მდებარეობს   და  პარაორიმპიელებიც ვარჯიშობენ,  დღეს დილით მისულმა ერეკლე გურჩიანმა აღმოაჩინა, რომ კარი გატეხილი იყო.
 
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა კვალიფიკაცია მიენიჭება საქმეს და რა მულით გაგრძელდება გამოძიება. 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...