მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ხაზარაძე TBC ბანკის 7000 თანამშრომლისთვის გადაგზავნილ წერილში პირდაპირ ადანაშაულებს...

მამუკა ხაზარაძე TBC ბანკის 7000 თანამშრომლისთვის გადაგზავნილ წერილში პირდაპირ ადანაშაულებს სახელმწიფო უწყებებს ბანკის დევნაში

Published on

 TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ხელისუფლების მიერ ზეწოლას ადასტურებს.
 
თანამშრომლებისთვის დაგზავნილ კონფიდენციალურ წერილში ხაზარაძე TBC ბანკის გარშემო დაწყებულ კამპანიას პირდაპირ უკავშირებს პოლიტიკას, მისი ბიზნესის მიტაცების სურვილსა და აღნიშნავს, რომ უპრეცენდენტო შემოტევა და ორკესტრირებული თავდასხმა სწორედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხორციელდება.
 
წერილი, რომელიც ექსკლუზიურად "კურიერმა" მოიპოვა, მამუკა ხაზარძისა და ბადრი ჯაფარიძის გუშინდელ ბრიფინგამდე ერთი საათით ადრე კომპანიის 7000 თანამშრომელს გადაეგზავნა წერილში წერია:
 
"მეგობრებო, თიბისელებო.
ჩვენ ბიზნეს ისტორიის 29 წლის განმავლობაში ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, ჩამოგვაშორონ მე და ბადრი ჩვენს საკუთარ საქმეს, რომელსაც 27 წელი შევწირეთ თქვენთან ერთად. ასევე, ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული, ფულის გათეთრება და შემდეგ დაეპატრონონ ბანკს.
ამას ვერ დავუშვებთ!
ჩვენი გუნდი არის წარმატების მაგალითი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ჩვენ ერთად შევქმენით ეს უნიკალური კულტურის, ურთიერთობებისა და ტრადიციების მქონე პროფესიონალთა გუნდი, დღეს ამ გუნდის გახლეჩვა და დაშლა უნდათ.
ამას ვერ დავუშვებთ!
დღეს, როგორც არასდროს, ერთად დგომა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე. სჭირდება გამძლეობა და სიმამაცე.
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ უთანასწორო და უსამართლო ომში.
ჩვენ ვიბრძლებთ!
ჩვენ გავიმარჯვებთ!"

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...