მთავარისიახლეებიპოლიტიკადაჩქარებული გამოძიება, პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას - ხაზარაძე ანაკლიის პროექტზე საუბრობს

დაჩქარებული გამოძიება, პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას – ხაზარაძე ანაკლიის პროექტზე საუბრობს

Published on

„გვაშფოთებს ეს მომენტი, რომ ერთი მხრივ, ჩვენ შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ესეთ სახალხო განცხადებას, როცა გამოძიება დამთავრებულიც არ არის,“ – ეს განცხადება თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე ანაკლისს პორტის შესახებ საუბრისას გააკეთა.
 
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ პირველ განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მთავარ ეტაპზეა გადასული.
 
ხაზარაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებას თავად ხელისუფლება ხელს უწყობს, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურა პარალელურად გამოძიებას იწყებს.
 
ხაზარაძისთვის ასევე აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პროკურატურა ასაჯაროებს საქმის გარკვეულ ნაწილს მაშინ, როდესაც გამოძიება დასრულებული არ არის.
 
მამუკა ხაზარაძე განმარტავს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვნად დააზიანებს ისიც, რომ საერთაშორისო პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მას და ბადრი ჯაფარიძეს დანაშაულთან აქვთ კავშირი.
 
„თქვენ იცით, რომ ბოლო 5 წელი მიმდინარეობს მოლაპარაკება საფინანსო ინსტიტუტებთან და პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის წინ ყველა საფინანსო ინსტიტუტმა დაამთავრა ე.წ. პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა, ჩვენ მათთან ხელი მოვაწერეთ ერთი წლის წინ, სწორედ ამ დროს და ჩვენ ველოდებით ფინანსურ თანხმობას, რომელიც არის საკმაოდ რთული პროცესი მაისი-ივნისის თვეში.
 
„ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და იმ ინფორმაციის გაჟონვებმა, რომელიც Google-ში და უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს, მე და ბადრის რაღაც კავშირში გვაქვს რაღაც დანაშაულთან პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორთან და თავმჯდომარესთან კომპანიის, რომელთანაც პარალელურად იხსნება არარსებული საქმე. ამის მეტ კომენტარს მე არ გავაკეთებ. ამავე დროს მინდა გითხრათ, მინდა გულწრფელი და ობიექტური ვიყო თქვენ მიმართ, რომ სახელმწიფო ამავე დროს მხარში გვიდგას. ეს ცოტა გვაშფოთებს ეს მომენტი, რომ ერთი მხრივ, ჩვენ შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ესეთ სახალხო განცხადებას, როცა გამოძიება დამთავრებულიც არ არის და სასამართლო დანიშნულიც არ არის ეროვნული ბანკის,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა, თიბისი ბანკში წერილი გააგზავნა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს თანამდებობის დატოვებისთვის ორთვიანი ვადა მისცა.
 
საქმე ეხება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. ამ საქმეზე გამოძიება საქართველოს მთავრ პროკურატურაში მიმდინარეობს.
 
15 თებერვალს თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

სიახლეები

ფინანსური პოლიცია ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის სახლებში შევიდა

გიორგი ჩიკვაძე ციხეში გადაჰყავთ, მის სახლში კი "პირველების" ინფორმაციით, ფინასური პოლიცია ჩხრეკაზე შევიდა. რას...

მოსკოვის ოლქსა და მოსკოვს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს

მოსკოვის ოლქს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს. რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა და...

გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს

გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს,...

აშშ-ის სენატორებმა რიშმა და შაჰინმა MEGOBARI Act-ი წარადგინეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ...