მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ერთ თვეში 100 მილიონი დოლარით არის...

ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ერთ თვეში 100 მილიონი დოლარით არის გაზრდილი – აღნიშნულია „ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსში

Published on

 
 „ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსშია აღნიშნულია, რომ ბიძNა ივაიშვილის   ქონება ბოლო ერთ თვეში 100 მლნ დოლარით არის გაზრდილი და 2019 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, 5.17 მლრდ დოლარით არის შეფასებულიდა  ცნობისთვის, 2019 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, მისი ქონება 5.07 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
 
5.17 მილიარდი დოლარით ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3.93 მილიონი უნცია ოქრო და 78 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0267%-ს, მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების 0.1%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 82%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შეწირულობის 1.31%-ს.
 
აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი – 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.
 
გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.
 
„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ – იუწყება გამოცემა.
 
ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია  ამ ა სიაში სულ 500 მილიარდერია.
 
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ 62 წლის ბიძინა ივანიშვილია, , ამ დროისთვის იგი  Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში 314-ე ადგილზეა.

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...