მთავარისიახლეებიპოლიტიკაგადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები" - კალაძე დღეს, 11:16

გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები” – კალაძე დღეს, 11:16

Published on

„გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები" – ეს განცხადება, დედაქალაქის მერმა, თბილისის საკრებულოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.  კახა კალაძის თქმით, ეს  გადაწყვეტილება დასაწყისია და ეტაპობრივად მოხდება საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება, რომელიც დედაქალაქის სწორ განვითარებას და განაშენიანებას უზრუნველყოფს.
 
„აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა. ეს პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან იქნა დამკვიდრებული, თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედებიდან იქნება მიღებული წარმოებაში. ჩვენი დღის წესრიგია, რომ დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები. ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის  მიწათმოქმედების გენერალური პარამეტრების შესაბამისად. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ წლების მანძილზე, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას, ქაოტური განაშენიანებას,“-განაცხადა კალაძემ.
 
თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა, ეს ინიციატივა ძალიან სწორად გააანალიზეს.
 
"მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორისთვის ერთი შეხედვით შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, სინამდვილეში, არსებული ურბანული ქაოსი საერთო ჯამში მათ ბიზნესსაც აზარალებდა,"-აცხადებს თბილისის მერი. 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...