მთავარისიახლეებისამართალიზაალ ლატარია ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დააკავეს - შსს

ზაალ ლატარია ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დააკავეს – შსს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა.
 
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა, ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, კიდევ ერთი პირი – 1975 წელს დაბადებული ზ.ლ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარა.
 
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
 
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
 
ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აწარმოებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
 
აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე შსს-მ ლატარია ბათუმის პოლიციის განყოფილებაში, მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. ის სწორედ რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ აიყვანეს.
 
შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ 18 პირია დაკავებული.
 
იხილეთ ვიდეო: პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა – პენიტენციური ამას წნევის ვარდნით ხსნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ...

მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძეს დაურეკა – ვინ როგორ აფასებს ზარს და რას ამბობს საუბრის შინაარსზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ...

დააკავეს ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის 13 წევრი – 7 არასრულწლოვანია

შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების...

ზელენსკი- კიევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს

იევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს , - ამის შესახებ...